Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კატების მოყვარულებს არ სჭირდებათ სამეცნიერო კვლევები თავიანთი  დიდი სიყვარულის გასამართლებლად. მაგრამ მეცნიერებმა  მაინც შეისწავლეს და დაადგინეს, რომ კატები სასარგებლოა  ჩვენი  ფიზიკური  და ფსიქიკური  ჯანმრთელობისთვის.

1. ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა

ერთ-ერთი ავსტრალიური კვლევის თანახმად, კატების პატრონებს აქვთ უკეთესი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, ვიდრე მათ, ვისაც არ ჰყავთ შინაური ცხოველი. კვლევაში მონაწილე პირები პასუხობენ, რომ  თავს უფრო ბედნიერად და თავდაჯერებულად გრძნობენ,  ნაკლებად ნერვიულობენ და უკეთესად სძინავთ, ფოკუსირდებიან და წყვეტენ პრობლემებს თავიანთ ცხოვრებაში.

კატის ყოლა შეიძლება კარგი იყოს თქვენი პატარებისთვისაც: შოტლანდიაში გამოკითხეს 2200-ზე მეტი 11-15 წლის ბავშვი. რაც უფრო მეტად იყვნენ მიჯაჭვულები მათზე, მით უფრო  კარგად და ენერგიულად გრძნობდნენ თავს და  ნაკლებად  განიცდიდნენ სევდას და სიმარტოვეს.

თავიანთი ქცევებით, გრავიტაციის საწინააღმდეგო თუ იოგის მსგავს პოზებში ძილით, ისინი ასევე ზრუნავენ ჩვენი ცუდი განწყობილების გამოსაკეთებლად. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით კატის პატრონი მარტოხელა ადამიანები უფრო ნაკლებად იყვნენ ცუდ ხასიათზე, ვიდრე ისინი, ვისაც ჰყავდათ პარტნიორი, მაგრამ კატა არა.  

ინტერნეტ კატებმაც კი შეიძლება გაგაღიმონ. ადამიანები, რომლებიც ინტერნეტით უყურებენ კატების ვიდეორგოლებს, ამბობენ, რომ ამის შემდეგ ნაკლებ უარყოფით ემოციას გრძნობენ (ნაკლებ შფოთვას, გაღიზიანებას და სევდას) და მეტ დადებით განცდას (მეტ იმედს, ბედნიერებას და კმაყოფილებას).

2. სტრესი

ერთ-ერთი კვლევის დროს, მკვლევრებმა 120 წყვილი მოინახულეს, რათა დაკვირვებოდნენ, თუ როგორ უპასუხებდნენ ისინი სტრესს – და რამდენად ეხმარებოდათ კატა. მათ სთავაზობდნენ სტრესულ დავალებებს და აკვირდებოდნენ მათი წნევისა და გულისცემის ცვლილებებს. ცდისპირი  იმყოფებოდა ოთახში მარტო, ან შინაური ცხოველი დადიოდა მის გარშემო, ან მეუღლესთან (რომელსაც ზნეობრივი მხარდაჭერის შეთავაზება შეეძლო) ერთად იჯდა ან ორივესთან ერთად. კატების პატრონები ყველაზე მშვიდად გამოიყურებოდნენ და ყველაზე ნაკლებ შეცდომებს უშვებდნენ, როდესაც მათი კატა იმყოფებოდა ოთახში. ზოგადად, ისინი ფიზიოლოგიურადაც  უფრო სწრაფად მომჯობინდნენ.

როგორც მკვლევრები კარინ სტამბბახი და დენის ტარნერი ამბობენ, კატები არ არიან უბრალოდ პატარა არსებები, რომლებიც ჩვენზე არიან დამოკიდებული. ჩვენ ასევე ვიღებთ მათგან სიმშვიდეს. „თქვენ არასდროს იგრძნობთ თავს დაძაბულად მძინარე კატის ყურების დროს“.

3. ურთიერთობები

კატები არიან ის არსებები, რომლებზეც ჩვენ ვზრუნავთ და რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ (ან თუნდაც ჩვენ გვჯერა, რომ ისინი ასე იქცევიან).

მაგალითად, კვლევამ აჩვენა, რომ კატების პატრონები უფრო მგრძნობიარენი არიან სოციალურად, უფრო მეტად ენდობიან სხვა ადამიანებს და უფრო მოსწონთ სხვები, ვიდრე მათ, ვისაც არ ჰყავთ შინაური ცხოველები.

შოტლანდიელი მოზარდების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც საუკეთესო მეგობართან კარგად ურთიერთობენ, უფრო მეტად ეჯაჭვებიან თავიანთ კატებს, ალბათ იმიტომ, რომ ისინი თამაშობენ, როგორც ტრიო.

4. ჯანმრთელობა

ერთ კვლევაში, მკვლევრები 13 წლის განმავლობაში დააკვირდნენ 4,435 ადამიანს. ადამიანები, რომლებსაც  კატები ჰყავდათ, ნაკლებად იღუპებოდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, მაშინაც კი, როდესაც კვლევა სხვა რისკფაქტორებს ითვალისწინებდა, როგორიცაა არტერიული წნევა, ქოლესტერინი, მოწევა და სხეულის მასის ინდექსი.

მკვლევრების განმარტებით, ეს ეხებოდა ხალხს მაშინაც კი, თუ მათ გარდაცვალების დროს  კატები არ ჰყავდათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კატები პრევენციულ მედიცინას უფრო ჰგვანან, ვიდრე მიმდინარე დაავადების მკურნალობას.

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5