Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ორსულობის პერიოდში ჰორმონების ესტროგენისა და პროგესტერონის მაღალი დონე აღწევს პლაცენტაში და შესაბამისად ნაყოფთან. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა და უსაფრთხოა თქვენი პატარისთვის, მეტიც, აუცილებელია მისი სწორად განვითარებისთვის. დაბადების შემდეგ ამ ჰორმონების დონე ეცემა ბავშვის სხეულში, რასაც ზოგიერთი გოგონას ორგანიმზი პასუხობს საშოდან თეთრი ან სისხლიანი გამონადენით.

ორსულობის ბოლოს დედის სხეულში იცვლება ჰორმონები, იზრდება ოქსიტოცინისა და პროლაქტინის დონე, რათა ორგანიზმი მოამზადოს ძუძუთი კვებისთვის. შესაბამისად, ზოგიერთ ახალშობილს შეიძლება შეუშუპდეს ძუძუსთავები, არ აქვს მნიშვნელობა ბიჭი იქნება თუ გოგონა. რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლებელია ბავშვის ძუძუდან რძის წამოსვლაც.

ახალშობილის ვაგინალური გამონადენი, ჩვეულებრივ, თავისით გაქრება, სანამ თქვენი პატარა 10 დღის გახდება. შეატყობინეთ  პედიატრს, თუ ის ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა ან ყვითელი ან სუნიანი გახდა, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება ინფექციის ნიშანი იყოს.

გენიტალიების შეშუპება

ახალშობილის ლაბია (ბაგეები) და კლიტორი შეიძლება იყოს შეშუპებული დედის ჰორმონების ზემოქმედების მოულოდნელი ცვლილების გამო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგიერთ მშობელს აწუხებდეს, ეს შეშუპება ნორმალურია და არ წარმოადგენს სამედიცინო პრობლემას.

კრისტალები შარდში

კიდევ ერთი გასაკვირი რამ, რაც შეიძლება თქვენი ბავშვის საფენში იხილოთ, არის კრისტალები, რომლებიც წითელი ან ნარინჯისფერი ლაქის მსგავსია და ადვილად შეიძლება აგერიოთ სისხლში.

შეშფოთების მიზეზი არ არსებობს პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა თუ 4 დღის შემდეგაც გაგრძელდა, შეიძლება ეს მიუთითებდეს გაუწყლოვნებაზე. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი არ იღებს საკმარის საჭმელს.

როგორ მივხედოთ ჩვილებში ვაგინალურ გამონადენს?

  • ვაგინალური გამონადენი ახალშობილში არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ მკურნალობას.
  • თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ მსუბუქად გაწმინდოთ სველი ხელსახოცით ან თბილი წყალში დასველებული ბამბით ან ნაჭრით (აუცილებლად წინიდან უკან ბაქტერიების ანუსიდან ვაგინაში მოხვედრის თავიდან ასარიდებლად).
  • ლაბიის შიგნითაც შეამოწმეთ, რადგან გამონადენი და ზედმეტი საფენის კრემი შეიძლება ჩარჩეს ნაკეცებში.
  • საპნის გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს საშოს ბუნებრივი ბალანსი და გამოიწვიოს გამონაყარი.
  • ნუ შეეცდებით საშოს გაწმენდას, რადგან მას თვითწმენდის უნარი გააჩნია. გარეგანი ჩარევით შეიძლება გამოიწვიოთ ინფექცია ან გაღიზიანება.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5