Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა?

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გიცავთ სეზონური გრიპისგან – სასუნთქი გზების გადამდები დაავადებისგან.

გრიპის სიმპტომებია ტემპერატურის მატება, ხველა, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი. ის განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისთვის, 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის და ორსულებისთვის.

რადგან ვირუსი ყოველწლიურად იცვლება და ვითარდება, მკვლევრები აახლებენ ვაქცინის შემადგენლობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია აიცრათ ყოველ წელს, რათა დაცული იყოთ სეზონური გრიპისგან.

გრიპის სეზონი იწყება ოქტომბერ-ნოემბერში და აღწევს პიკს დეკემბერსა და თებერვალს შორის. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ უმჯობესია თუ აიცრებით ოქტომბერში.

უსაფრთხოა ორსულობის დროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა?

დიახ. ორსულობის დროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო და რეკომენდებულია, რადგან გრიპი შეიძლება უფრო საშიში იყოს ორსულისთვის და ნაყოფისთვის, ვიდრე არაორსული ქალისთვის.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის სარგებელი

ამცირებს გრიპის გადადების ალბათობას

გრიპის ვაქცინა არის ყველაზე ეფექტური გზა გრიპის თავიდან ასაცილებლად და ეს ორსულობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენ შეიძლება უკვე უმკლავდებით გულძმარვას, დილის გულისრევებს, გულისრევას, თავისა და ზურგის ტკივილს და გადაღლილობას. რა თქმა უნდა, არ გსურთ ვირუსული ინფექციის დამატება, რომლის გართულების ალბათობაც დიდია თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე.

ამცირებს სერიოზული გართულების ალბათობას

თუ გრიპის საწინააღმდეგოდ აიცრებით, ნაკლებად სავარაუდოა რომ დაინფიცირდეთ, ხოლო თუ მაინც გადაგედებათ, საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 40% -ით დაბალია.

იცავს თქვენს პატარას

ორსულობის დროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აძლევს ნაყოფს ანტისხეულებს, რომლებიც დაიცავს მას გრიპისგან ცხოვრების ადრეულ თვეებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 6 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის გრიპის ვაქცინა არ არის რეკომენდებული.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5