Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ქართველი მუსიკოსი Sophie Villy ახალი მუსიკალური ვიდეო კლიპის “I’m a Mother” შესახებ გვიყვება.

თითოეულმა დედამ და ბავშვმა უნდა იცხოვროს მშვიდობიან, არაძალადობრივ სამყაროში. სიმღერა “I’m a Mother” დავწერე, როდესაც დედა გავხდი.

ვივიენი მაშინ 3 თვის იყო. პანდემიაც დაიწყო, ნამუშევარი დემოს სახით თაროზე შემოვდე და არც ვჩქარობდი მის ჩაწერას. ამ ზამთარს, ძალიან ნიჭიერ მუსიკოსთან გიორგი მართან ერთად დავგეგმე კოლაბორაცია, და დემოებში ქექვისას ეს ვიპოვე. გავუგზავნე გიორგის და გადაწყდა, რომ აუცილებლად ჩასაწერი და გამოსაშვებია. თითქოს ახალი სუნთქვა შესძინა ამ განსხვავებულმა ჟღერადობამ.

ვიდეოს იდეაც თავისით დაიბადა. მინდოდა რამდენიმე დედის და მათი შვილების ისტორიები მეჩვენებინა. ის, თუ რას განიცდიან, როგორია მათი ურთიერთობა, ბუნებრივი, თავისუფალი, საოცარი ემოციები.

ვიდეო 22.02.22 გადავიღეთ. ომის დაწყებამდე 2 დღით ადრე და ვგეგმავდით დედის დღეს, 3 მარტს გამოშვებას. თუმცა, ამ სასტიკი და ტრაგიკული მოვლენების ფონზე ვიდეოს გამოშვება გადავდეთ.

იქამდე სხვა ვიდეო ნამუშევარი, უშუალოდ ომში მყოფ დედებსა და ბავშვებზე “WHAT CAN BE WORSE” გამოვუშვი. არსებობს მომენტები, როდესაც ხვდები, რომ ნებისმიერი რამ, რაც შეგიძლია და გამოგდის, შესაძლოა სხვისთვის უდიდესი ნუგეში, გამხნევება, გვერდში დგომა და დახმარება იყოს.

ამ ვიდეოსაც მივაბით დონაციის ანგარიში და ეს იქნება როგორც უკრაინელი, ასევე ქართველი დაუცველი დედების და ბავშვების გვერდში დგომა.

GE58TB7163245067800005

TBC Bank

Beneficiary name SOULSCOPE

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5