Skip to content Skip to sidebar Skip to footer

იცით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ძიძის შერჩევისას? ექსპერტების აზრით ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე, რომ ჰქონდეს  გამოცდილება და იცოდეს უსაფრთხოების წესებისა და ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ.

მას შემდეგ, რაც კანდიდატს შეარჩევთ, რამდენიმე დღე დარჩით სახლში, რათა დააკვირდეთ და გაუადვილოთ შეჩვევის პროცესი. ქვემოთ მოცემული სია დაგეხმარებათ შეაფასოთ, რამდენად კარგად უმკლავდება ის დაკისრებულ პასუხისმგებლობას.

თქვენ აღმოაჩინეთ მერი პოპინსი, თუ:

თქვენი შვილი ანათებს მისი  დანახვისას. ბავშვები მოუთმენლად ელიან იმ დროს, როდესაც ისინი ძიძასთან გაატარებენ, თუ ის თბილი, მზრუნველი და მომთმენია. თქვენ ორმაგად იღბლიანი ხართ, თუ ის მხოლოდ ბავშვებს არ მოსწონთ.

თქვენი შვილი გამუდმებით გიყვებათ მშვენიერ რაღაცებზე, რასაც მისი ძიძა აკეთებს ან ამბობს. თუ ძიძას მართლა სიამოვნებს ბავშვებთან ყოფნა, ისინი ამას მიხვდებიან.

ის პრობლემების გადაწყვეტის შემოქმედებით გზებს პოულობს და თქვენთან ერთად მუშაობს, რათა პატარა იყოს ბედნიერი. მაგალითად, თუ ბავშვს დაუმთავრდა საღებავები, ის მოძებნის საყოფაცხოვრებო მასალებს, რისგანაც თქვენი შვილი შეძლებს ხელოვნების ნიმუშების შექმნას. თუ პატარა არ იძინებს, ის მოგმართავთ რჩევისა და დახმარებისთვის. ეს გვიჩვენებს, რომ იგი სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს, როდესაც იღებს ინიციატივას და თან თანამშრომლობს თქვენთან.

ის დროულად მოდის სამსახურში. და გატყობინებთ წინასწარ, როცა ვერ ახერხებს მოსვლას ან აგვიანებს.

გიყვებათ განვლილი დღის შესახებ. ბუნებრივია, თქვენ გსურთ იცოდეთ, რას აკეთებდა თქვენი შვილი დღის განმავლობაში და  ხომ არ სჭირდება რამეში დახმარება.

თქვენი შვილი ცდილობს მოგიყვეთ ახალი სიმღერები ან ლექსები, გაჩვენოთ ნახატები და სხვა პროექტები. საუკეთესო ძიძები ბავშვის ცნობისმოყვარეობას კარგად იყენებენ, რომ მიაწოდონ მათთვის შესაფერისი ინფორმაცია შემოქმედებითი გზებით.

იცავს ჰიგიენის წესებს. ახალი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჰიგიენის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5