Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ამერიკის პედიატრიის აკადემია გვთავაზობს კონკრეტული მიზნების ჩამონათვალს, რომელსაც შეუძლია უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი გახადოს 2021 წელი მშობლებისთვის:

გაუკეთეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოჯახის ყველა წევრს.  ეს საუკეთესო საშუალებაა თქვენი, თქვენი შვილებისა და სხვა ახლობლების დასაცავად გრიპისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წელს, რადგან COVID-19 კვლავ ვრცელდება.  ასწავლეთ ბავშვებს  ხელების სწორად დაბანა მიკრობების გავრცელების თავიდან ასარიდებლად.

მართეთ ოჯახის ციფრული დრო. რას უყურებენ თქვენი ბავშვები ტელევიზიით და ინტერნეტით? დაუთმეთ დრო ასაკის შესაბამისი მედიის შესწავლას. შეადგინეთ საოჯახო მედიის გამოყენების გეგმები. ერთად უყურეთ გადაცემებს და ერთად ითამაშეთ ვიდეო თამაშები. გაიგეთ, რას აკეთებენ თქვენი შვილები  და იყავით მისი ნაწილი.

მეტი დრო გაატარეთ გარეთ.  დროის ღია ცის ქვეშ გატარება დაგეხმარებათ კარგი განწყობილების შექმნაში, ფიზიკურად დატვირთვასა და  D ვიტამინის მიღებაში. ეკრანისგან შესვენება თქვენი და თქვენი შვილების თვალებსაც წაადგება.

ბავშვები თავიანთ მანქანის სავარძლებში დასვით მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, რაც შეიძლება დიდ ხანს, სანამ ამის საშუალებას მათი ქარსითები მოგცემთ. ეს ვრცელდება პრაქტიკულად 2 წლამდე ასაკის ყველა ბავშვზე  და 4 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობაზე.

იზრუნეთ საკუთარ თავზე. მას შემდეგ, რაც ბავშვი აღარ იქნება თქვენი სხეულის ნაწილი, ადვილია დაივიწყოთ, თუ როგორ ზრუნავდით ერთდროულად საკუთარ თავზე და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ასევე ვიცით, რომ დეპრესია და შფოთვა შეიძლება დაემართოს როგორც დედებს, ისე მამებს ორსულობის პერიოდში და მის შემდეგაც. თქვენ მარტო არ ხართ და დახმარება ახლოსაა.

წყარო: www.healthychildren.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5