პარტნიორის კონტენტი
სასურველი ძიძის პოვნა რთულია და ხშირად ძიძის მოძიების დამღლელი პროცესი იმედგაცრუებით მთავრდება. ბუნებრივია, რომ სწორედ მშობლებმა შექმნეს სტარტაპი Mynanny, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.

ნინო დვალიძე, სტარტაპის დამფუძნებელი 2 შვილის დედაა, ამავდროულად წლებია ფეისბუქის ჯგუფს Georgian Supermoms ხელმძღვანელობს და ვებ-პლატფორმის კონცეფცია მშობლების გამოცდილებისა და სურვილების გათვალისწინებით შექმნა.
Mynanny.ge რამდენიმე კვირაა ონლაინ სივრცეში გამოჩნდა. ვებ-პლატფორმა მშობლებს სანდო და კომპეტენტურ ძიძებთან სწრაფად და მარტივად დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.
დროებითი ძიძის კონცეფტი სიახლეა ქართულ რეალობაში და მისი გამოჩენა ბევრ მშობელს გაუმარტივებს ცხოვრებას. ბავშვზე ზრუნვის საკითხში მშობლებს ბევრი ისეთი მოულოდნელი თუ დაგეგმილი საჭიროება აქვთ, როცა ძიძა ხანმოკლე ვადით სჭირდებათ, მაგრამ სანდო ადამიანს ვერ პოულობენ:
- ხშირად მშობლებს პროფესიულ და სოციალურ აქტივობებზე უარის თქმა უწევთ, რადგან საღამოს საათებში და შაბათ-კვირას ბავშვზე ზრუნვის სანდო სერვისზე ხელი არ მიუწვდებათ
- რეგულარული ძიძის ავად გახდომა დღემდე ნებისმიერი მშობლისთვის ტრაგედიაა, რადგან თავად უწევს სამსახურის გაცდენა
- არდადეგების პერიოდში რომ ვერც ერთი მშობელი დასვენებას ვერ ახერხებს, ესეც ხომ ფაქტია…
My Nanny ასეთ შემთხვევებში ძალიან მარტი და ეფექტური გამოსავალია და უკვე ბევრი მშობელი იყენებს ამ შესაძლებლობას.
My Nanny-ის კიდევ ერთი სერვისი, რომელიც კოვიდის პერიოდში მშობლებისთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა, არის ვირტუალური დამხმარე – ადამიანი, რომელიც დისტანციურად ეხმარება ბავშვებს დავალებების მომზადებაში ან საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაში, ან სულაც სთავაზობს სხვადასხვა შემეცნებით და განმავითარებელ აქტივობას (მუსიკა, ხატვა, რობოტიქსი, იოგა და სხვა).
მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ მშობელს შეუძლია ძიძების ვრცელი სიის გაფილტვრა და საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული კანდიდატების შერჩევა. ვებ-პლატფორმის დახმარებით მშობელი იქვე შეძლებს ძიძებთან გასაუბრებას და სურვილის შემთხვევაში შეუძლია სასურველი ძიძა დაუყოვნებლივ გამოიძახოს.

მშობლებისა და ძიძების მარტივად დაკავშირების გარდა, ვებ-პლატფორმას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:
უსაფრთხოება
ბუნებრივია, რომ მშობლებისთვის უცხო ადამიანის ნდობა რთულია. სწორედ ამიტომ ძიძები პლატფორმაზე მოხვედრამდე შერჩევის გარკვეულ ეტაპებს გადიან. საბოლოო ეტაპი კი ფსიქოლოგთან გასაუბრებაა.
ნინო, Mynanny-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ძიძების შერჩევის საკითხს ძალიან ფრთხილად უდგება და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ხდება განაცხადის მსურველთა მხოლოდ 40%-ის შერჩევა და სერვისში ჩართვა.

ძიძების განათლება
ყველა ასაკს განვითარების სპეციფიკური ამოცანები აქვს და როცა ძიძამ ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები კარგად იცის, ის უკეთ ეხმარება ბავშვს უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმასა და სწრაფ განვითარებაში. ამ მიზნით Mynanny-ის გუნდმა სპეციალური სატრენინგო ონლაინ კურსი შექმნა ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსიტუტთან თანამშრომლობით. კურსის გავლა სავალდებულოა სერვისში ჩართული ძიძებისთვის და მიღებული ცოდნის დადასტურება ტესტირების საფუძველზე ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ სერვისი სიახლეა ქართულ რეალობაში უკვე ბევრი მშობლის გულის მოგება მოასწრო.
Mynanny-ის ერთ-ერთი მშობელი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
„ორშაბათ დილას ჩვენი ძიძა ავადმყოფობის გამო ვერ მოვიდა. რა უნდა ქნა ასეთ დროს, სამსახურის გაცდენა გამორიცხულია და ბავშვსაც ვერავისთან დატოვებ? ძალიან სწრაფად დავრეგისტრირდი My Nanny-ის პლატფორმაზე და ძიძა გამოვიძახე. 4 წლის ლექსო სწრაფად დაუმეგობრდა სხარტ და მხიარულ ლანას. ვერც წარმოვიდგენდი, ასე მარტივად თუ მიიღებდა უცხო ადამიანს. ნამდვილად ვორჭოფობდი და გამოუვალი სიტუაცია რომ არ მქონოდა, ალბათ ვერც გავრისკავდი. მაგრამ ახლა, საქმეში რომ გამოვცადე, მივხვდი, ზოგ შემთხვევაში ძიძის ასეთი სერვისი მართლა საუკეთესო გამოსავალია“.