Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თუ ახალშობილი გყავთ და ისე ოფლიანდებით, თითქოს მარათონი გაგერბინოთ, შესაძლებელია, რომ გქონდეთ მშობიარობის შემდგომი ოფლიანობა. ეს უფრო ხშირად ხდება ძილის დროს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძილში გიშლიდეთ ხელს, ნორმად ითვლება.

ამის მიზეზი ორსულობის ჰორმონებია, რომლებიც ცდილობენ გაათავისუფლონ ორგანიზმი ზედმეტი სითხისგან, რომელიც საჭირო იყო ნაყოფის გამოსაკვებად.

მშობიარობის შემდგომი ოფლიანობა დროთა განმავლობაში თავისით გაივლის, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევებით გაუმკლავდეთ მისგან გამოწვეულ დისკომფორტს.

დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი. ძლიერი ოფლიანობის გამო შეიძლება გაუწყლოვნება იგრძნოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია მიიღოთ საკმარისი სითხე, განსაკუთრებით თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ. იმის გასაგებად, გაკლიათ წყალი თუ არა, დააკვირდით შარდს. თუ ის ცოტაა და მუქი ფერისაა და არა ღია ყვითელი, მიიღეთ მეტი სითხე.

დააფინეთ ბალიშზე რბილი პირსახოცი ან პატარა ბალიში, რათა შეიწოვოს ოფლი და იხმარეთ მატრასის დამცავი.

ატარეთ თავისუფალი, მსუბუქი ტანსაცმელი – მოერიდეთ სინთეტიკურ ნაჭერს და უპირატესობა მიანიჭეთ ბამბას.

ჩართეთ კონდიციონერი ან გამოაღეთ ფანჯარა.

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ სიცხე, გაიზომეთ  ტემპერატურა. თუ ის 38°-ზე მეტია, დაურეკეთ თქვენს ექიმს.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5