Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თუ დაორსულებას ცდილობთ, ყოველთვიურად რამდენიმე ორსულობის ტესტის გაკეთება შეიძლება ჩვევად გექცეთ. ეს იწყება თვეში ერთი ტესტით ან ორით, ერთი მენსტრუაციის გადაცდენამდე, მეორე გადაცდენის შემდეგ. არადა, ხშირად, ეს მხოლოდ აძლიერებს შფოთვას, რომელსაც შეიძლება განიცდიდეთ ორსულობის დაგეგმვისას. ამიტომ, სანამ მორიგ ტესტს იყიდით, გადახედეთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ არ ღირს ორსულობის ტესტის დროზე ადრე გაკეთება.

იმედგაცრუება

თუ თქვენ ცდილობთ დაორსულებას და თქვენი ადრეული ტესტი უარყოფითია, ეს იმედს გაგიცრუებთ. არადა, საწყის ეტაპზე ტესტის დადებითი პასუხის ალბათობა მცირეა, მაშინაც კი, თუ უკვე ორსულად ხართ.

მენსტრუაციის დაწყებამდე 1-2 დღით ადრე შესაძლებელია ტესტმა დაადასტუროს ორსულობა, თუმცა უფრო მოსალოდნელია, რომ ცრუ უარყოფითი პასუხი აჩვენოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მაინც არ გეცოდინებათ ზუსტად, ხართ თუ არა ორსულად და ამან შეიძლება გაზარდოს თქვენი შფოთვის დონე, რომელიც არ გამოგადგებათ დაორსულების მცდელობისას (და არც ორსულობის დროს).

გაურკვეველი შედეგები

საწყის ეტაპზე ორსულობის ტესტის პასუხი იმაზეა დამოკიდებული, გამოჩნდება თუ არა ორსულობის ჰორმონი თქვენს შარდში. განაყოფიერებასა და მიმაგრებას რამდენიმე დღე სჭირდება და ამ დროს ტესტის პასუხი შეიძლება იყოს ცრუ უარყოფითი.

ბიოქიმიური ორსულობა

კვლევების მიხედვით, სპონტანური აბორტის ალბათობა ორსულობის საწყის ეტაპზე მაღალია. შესაძლებელია ორსულობა ისე შეწყდეს, რომ ტესტის პასუხი რომ არა, არც გცოდნოდათ, რომ ორსულად იყავით. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ დაელოდებით მენსტრუაციის გადაცდენას.

შფოთვა

ოვულაციის შემდეგ მენსტრუაციის დაწყების თარიღამდე 2 კვირიანი ლოდინი სტრესს და შფოთვას იწვევს გაურკვევლობის გამო. შეიძლება იფიქროთ, რომ ტესტების გაკეთებით ამ ემოციებს გაუმკლავდებით, მაგრამ ნამდვილად არ არის ასე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თქვენ უბრალოდ ისევ არ გეცოდინებათ ზუსტად, ხართ თუ არა ორსულად, სანამ მენსტრუაცია არ გადაგიცდებათ.

ხელოვნური განაყოფიერების ეფექტი

თუ თქვენ hCG ინექცია გაგიკეთეს, შესაძლებელია მეორე დღესვე აჩვენოს დადებითი პასუხი. ამიტომ, უმჯობესია, თუ დაიცდით მინიმუმ 10 დღე ინექციის გაკეთებიდან (12 დღე კიდევ უკეთესი).

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5