Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თუ თქვენ ორსულად ხართ და თავი გტკივათ, მარტო არ ხართ. ორსულების დაახლოებით 39%-ს  თავის ტკივილი აწუხებს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

ორსულობის დროს თავის ტკივილების უმეტესობა პირველადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის სხვა ავადმყოფობის ან ორსულობის გართულების სიმპტომი. იგი მოიცავს შაკიკს, დაძაბვისა და კლასტერულ თავის ტკივილს. ორსულობის დროს თავის ტკივილის დაახლოებით 26 პროცენტი დაძაბვის თავის ტკივილია. შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ ქრონიკული თავის ტკივილი ან შაკიკი ორსულობის დროს ან ადრე გქონიათ შაკიკი. ამ დროს ზოგიერთ ქალს ადრინდელთან შედარებით ნაკლებად აქვს შაკიკის შეტევები.

პირველადისგან განსხვავებით, მეორეული ეწოდება თავის ტკივილს, რომელიც რომელიმე პათოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული, მაგალითად არტერიული წნევის მომატებით.

რა სიმპტომებით ვლინდება თავის ტკივილი ორსულობის დროს?

  • ყრუ ტკივილი;
  • მწვავე ან მფეთქავი ტკივილი;
  • მწვავე ტკივილი ერთ ან ორივე მხარეს;
  • მწვავე ტკივილი ერთი ან ორივე თვალის უკან.

შაკიკის დროს:

  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • ხაზების, ლაქების ან სინათლის ციმციმის დანახვა.

რა იწვევს თავის ტკივილს ორსულობის დროს?

I ტრიმესტრი

დაძაბვის თავის ტკივილი ხშირია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. მას იწვევს:

  • ჰორმონალური ცვლილებები;
  • მოცირკულირე სისხლის მოცულობის მატება;
  • წონის ცვლილებები;
  • გაუწყლოვანება;
  • გულისრევა და ღებინება;
  • სტრესი;
  • ძილის ნაკლებობა;
  • კოფეინზე სწრაფად უარის თქმა;
  • არასრულფასოვანი კვება;
  • სისხლში შაქრის დაბალი დონე;
  • ძალიან მცირე ფიზიკური აქტივობა;
  • მგრძნობელობა სინათლის მიმართ;
  • მხედველობის  ცვლილებები.

ზოგიერთმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, მაგალითად

  • რძის პროდუქტები;
  • შოკოლადი;
  • ყველი;
  • საფუარი;
  • პომიდორი.

მეორე და მესამე ტრიმესტრი

  • ზედმეტი წონა;
  • პოზა;
  • ძილის ნაკლებობა;
  • დიეტა;
  • კუნთების დაძაბვა;
  • დიაბეტი;
  • სისხლის მაღალი წნევა.

ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტები მაღალი წნევის სამკურნალოდ. თქვენ ასევე მოგიწევთ მარილის შემცირება და ყოველდღიურ მენიუში მეტი უჯრედისით მდიდარი საკვების დამატება. რეგულარული ვარჯიში ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი წნევის დაბალანსებაში.

თავის ტკივილი ზოგჯერ შეიძლება იყოს პრეეკლამფსიის სიმპტომი, მდგომარეობის, რომელიც ზოგიერთ ორსულ ქალს აწუხებს, როგორც წესი, ორსულობის 20 კვირიდან. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, თუ არ მოხდება მისი მონიტორინგი და მკურნალობა.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ

  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • მხედველობის პრობლემები, როგორიცაა დაბინდვა ან მოციმციმე შუქების დანახვა;
  • ტკივილი ნეკნებს ქვემოთ;
  • ღებინება;
  • სახის, ხელების, ფეხების ან ტერფის მოულოდნელი შეშუპება.

ნებისმიერი მათგანი შეიძლება იყოს პრეეკლამფსიის ნიშანი და საჭიროა სამედიცინო შემოწმება.

როგორ გავიყუჩოთ თავის ტკივილი ორსულობის დროს?

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი არ უწევს რეკომენდაციას ასპირინისა და იბუპროფენის მიღებას ორსულობის დროს, რადგან ეს შეიძლება საზიანო იყოს ნაყოფის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით პირველ სემესტრში. პარაცეტამოლი ტკივილგამაყუჩებლის ყველაზე უსაფრთხო არჩევანია, თუ ორსული ან მეძუძური ხართ. ამასთან, ზოგიერთი კვლევის თანახმად, შესაძლოა გავლენა იქონიოს მისმა მიღებამაც. ამიტომ, სცადეთ შემდეგი რჩევები, სანამ წამალს მიიღებთ:

  • დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი;
  • დაიდეთ ყინულის შეკვრა ან სათბურა;
  • დაისვენეთ;
  • გაიკეთეთ მასაჟი;
  • ივარჯიშეთ, გააკეთე „გაწელვები“;
  • პიტნის, როზმარინის და გვირილის ეთერზეთებმა შეიძლება შეგიმსუბუქოთ ტკივილი.

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5