პარტნიორის კონტენტი
რა არის “PROFY”?
PROFY, ბევრისთვის, უკვე კარგად ნაცნობი კომპანიაა. მან, 2019 წლის TBC Business Award-ზე, ქვეყნის საუკეთესო სტარტაპის ტიტული მოიპოვა.
PROFY არის სივრცე, რომელიც სახლისთვის საჭირო სერვისის მაძიებელს აკავშირებს სერვისის გამოცდილ და კვალიფიციურ მიმწოდებელთან. მისი მთავარი მიზანია მომხმარებელს შეუქმნას ჯერ არნახული კომფორტი, ვინაიდან ჩვენს რეალობაში კარგი ხელოსნის და დამლაგებლის პოვნა საკმაოდ არასასიამოვნო პროცესია. PROFY-ს სერვისის მიღება შესაძლებელია, როგორც ვებ-გვერდის, ასევე აპლიკაციის მეშვეობით. საქართველოში პირველად გახადეს შესაძლებელი ხელოსნის და დამლაგებლის აპლიკაციით გამოძახება და ერთ სივრცეში მოუყარეს თავი ყველა საყოფაცხოვრებო სერვისს. Profy არის განკუთვნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჭირდება კვალიფიციური ოსტატის ან დამლაგებლის მომსახურება. მათი მთავარი მიზანია, მომხმარებელს შეეძლოს, კომფორტულ სივრცეში გადაჭრას პრობლემა მისთვის მისაღებ ფასად.
„PROFY“-ს სერვისები
ამ ეტაპზე მომხმარებლებს სთავაზობენ ორი სახის სერვისს:
- პროფესიონალი ხელოსანი – აქ იგულისხმება ნებისმიერი ტიპის ხელოსანი: სანტექნიკა, ელექტროობა, ავეჯი, გათბობა/კონდიცირება, ტექნიკა, უნივერსალური ხელოსანი და ა.შ.
- დამლაგებელი – მომხმარებელს სთავაზობენ, როგორც გენერალური დასუფთავების სერვისს, ისე 2 საათით დიასახლისის გამოძახების შესაძლებლობას.
გენერალური დასუფთავება გულისხმობს დალაგებას, რომელშიც შედის ყველა ის პროცედურა და დასუფთავებისთვის საჭირო ქმედება, რომელიც საჭიროა თქვენი სახლის იდეალური სისუფთავისთვის. მაგ: ფანჯრების გაწმენდა, ჭურჭლის დარეცხვა, აბაზანის დალაგება, მოპირკეთების ადგილების გადაბმების ჩათვლით. ისინი განსაკუთრებით ამაყობენ იმ ნაწილით, რომ მომხმარებელს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა დაალაგოს სახლის კონკრეტული სივრცეები, უნიკალური შერჩევის პროცესი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კონსტრუქტორივით ააწყოს საკუთარი ბინა, ან აირჩიოს მხოლოდ ის სივრცე, რომლის დალაგებაც სჭირდება.
ორსაათიანი დალაგება – ამ სერვისის გამოყენებისას საშუალება გაქვთ მიიღოთ ის მომსახურებები, რომლებიც ორი საათის შუალედშია ხელმისაწვდომი. მაგალითად, თუ წვეულების მერე უამრავი ჭურჭელი დაგიგროვდათ და გჭირდებათ გარეცხვა ან მხოლოდ იატაკის მოწესრიგება.
რა უპირატესობები აქვს „PROFY“-ს?
- მუდმივად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე და ყოველდღიურად მუშაობს მომხმარებლების უკუკავშირზე.
- PROFY-ები გადიან რამდენიმე საფეხურიან შესარჩევ ეტაპს და მხოლოდ ამის შემდგომ ხვდებიან პლატფორმაზე.
- მუდმივად ხდება ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
- სერვისის მიღების სიმარტივე – აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელი გადის შეკვეთის განთავსების მარტივ გზას, მათ შეცვალეს ოსტატის მოძიების გამოცდილება და მაქსიმალურად გაამარტივეს ის.
- “PROFY” მომხმარებელს სთავაზობს საკმაოდ კომფორტულ და რაც მთავარია ხელმისაწვდომ სერვისს.
ვისთვის არის გათვლილი „PROFY”?
სერვისი გათვლილია ყველასთვის, რადგან ნებისმიერ ადამიანს სჭირდება სახლისთვის საჭირო სერვისები. PROFY მომხმარებლებს სთავაზობს შესაძლებლობას თავისუფალი დრო გაატარონ ბევრად უფრო პროდუქტიულად და სასიამოვნოდ. PROFY თქვენს მაგივრად იზრუნებს პრობლემების მოგვარებაზე.
რამდენად უსაფრთხო და სანდოა სერვისით სარგებლობა?
ხშირია განცდა რომ „უცხო“ ადამიანის სახლში შეშვება გარკვეულ დისკომფორტთან ასოცირდება.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული სერვისი მაქსიმალურად სანდოა. ნებისმიერი ოსტატი თუ დამლაგებელი წინასწარ გადის რამდენიმე საფეხურიან გასაუბრებას და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება აპლიკაციაში, შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან, რომ თითოეულმა მომხმარებელმა იგრძნოს თავი დაცულად. ასევე მკაცრად იცავენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
სამომავლო გეგმები
PROFY ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს არსებული სერვისების სრულყოფაზე და ამავდროულად ახალი სერვისების დამატებაზე. როგორიცაა, მაგალითად რემონტის შემდგომი დასუფთავების სერვისი, რაც რეალურად პრობლემაა ბაზარზე. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, როგორც ვებ-გვერდის ისე აპლიკაციის რედიზაინზე, რათა კიდევ უფრო გამარტივდეს სერვისის გამოყენება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს https://profy.ge/?fbclid=IwAR0eKtrie9Rtz3yTMz_jTDj_Qqwe7cWFsmfvghMLYjadlgvO4E_O6NGVjiM