ამნიონური სითხე ნებისმიერი ჯანსაღი ორსულობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის უზრუნველყოფს ნაყოფის დაცვას მისთვის მყუდრო ტემპერატურის შექმნით და საკვები ნივთიერებების მიწოდებით. მეორე ტრიმესტრში თქვენი პატარა იწყებს სანაყოფე წყლების დაგემოვნებას და „სუნთქვის ვარჯიშებს“ ფილტვების მოსამზადებლად დედის მუცლის გარეთ საცხოვრებლად.
ხანდახან, ორსულის ორგანიზმი წარმოქმნის ჭარბ ამნიონურ სითხეს. ამ მდგომარეობას პოლიჰიდრამნიონი ჰქვია და ორსულობის 1-2%-ში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ჭარბწყლიანობა, როგორც წესი, მსუბუქია და თავისთავად ქრება, მას ზოგჯერ შეუძლია გამოიწვიოს ორსულობის გართულებები.
მიზეზები
დაახლოებით ნახევარ შემთხვევაში, პოლიჰიდრამნიონის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეორე ნახევარში მას შეიძლება იწვევდეს:
თანდაყოლილი დეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენს ყლაპვაზე (რაც ხელს უწყობს ამნიონური სითხის დაგროვებას)
- უკონტროლო გესტაციური დიაბეტი (სისხლში გლუკოზის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის უფრო ხშირად შარდვა)
- ნაყოფის პათოლოგიური გულისცემა
- ნაყოფის ინფექცია
- სისხლის შეუთავსებლობა დედასა და ნაყოფს შორის
- ტყუპიდან ტყუპზე ტრანსფუზიის სინდრომი
- ნაყოფის ანემია
სიმპტომები
როგორც წესი, პოლიჰიდრამნიონს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. თუმცა, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ნაყოფის მოძრაობების შეგრძნებაში ხელი შეგიშალოთ, ასევე იგრძნოთ დისკომფორტი მუცელში, სუნთქვის პრობლემები, საშვილოსნოს შეკუმშვები, შეკრულობა, შეშუპება (სიმპტომები, რომლებიც ხშირია ჯანმრთელი ორსულობის დროსაც) და ნაკლებად გქონდეთ მოშარდვის სურვილი.
პოლიჰიდრამნიონი ჩანს ულტრაბგერით გამოკვლევაზე (ექოზე), რომელიც ზომავს ამნიონურ პარკში სითხის რაოდენობას. თუ თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი ამნიონური სითხე, ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ დამატებითი ტესტები, მათ შორის ამნიოცენტეზი (შესაძლო ქრომოსომული ანომალიების შესამოწმებლად).
პოლიჰიდრამნიონის შემთხვევები ხშირია უკონტროლო დიაბეტის მქონე და მრავალნაყოფიან ორსულებში.
მკურნალობა
როგორც წესი, დამატებითი სითხე თავისით გაიწოვს და მკურნალობა არ არის საჭირო. თუმცა, თუ ძალიან მომატებულია, ექიმი ალბათ შემოგთავაზებთ ზედმეტი სანაყოფე სითხის ამოღებას.
წყარო: www.whattoexpect.com