Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბოლო დროს მშობლებს ისე, როგორც არასდროს, უწევთ განმანათლებლების როლიც შეითავსონ. საზაფხულოდ მზადებისას უნდა „გადაიტვირთოთ“ და შეცვალოთ პრიორიტეტები.

ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ ზაფხულის სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გატარებაში:

იზრუნეთ გონების განვითარებაზე. პრიორიტეტი მიანიჭეთ წიგნიერებას და რაოდენობრივ წიგნიერებას. დაგეგმეთ ქაღალდის წიგნის ყოველდღიური კითხვა და მათემატიკური კონტენტი, რომლის დაუფლებაც აუცილებელია შემდეგ დონეზე გადასასვლელად. თუ მეცნიერება და სოციალური მეცნიერებები გაფიქრებთ, წაიკითხეთ მათ შესახებ და შექმენით მეცნიერებაზე დაფუძნებული მათემატიკური ამოცანები. და ყოველთვის… განუვითარეთ ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა. მათი ცნობისმოყვარეობის ხელშეწყობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

მიეცით შვილებს მოწყენილობის საშუალება, რადგან ის უბიძგებს მათ ცნობისმოყვარეობის, სიახლეებისა და დამოუკიდებლობისკენ. ეს ჰგავს იმ პერიოდს, როცა ბავშვს ძილის რეჟიმს უყალიბებდით ან ბაღში პირველად მიგყავდათ. ეს მტკივნეულია, მაგრამ თუ თქვენ გადაუჭრით მათ ყველა პრობლემას და შეუსრულებთ ყველა მოთხოვნას, ეს მათთვის იქნება მტკივნეული. მიეცით მათ სივრცე დამოუკიდებლობის ჩამოსაყალიბებლად. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეალურ სამყაროში.

ჩამოაყალიბეთ თქვენი საოჯახო თემი. ეს თქვენს სამყაროს და დიდ სამყაროს აქცევს უკეთეს ადგილად. თქვენ აძლევთ ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვის, მტვერსასრუტით დასუფთავების და ცხობის საშუალებას, როგორც „ზრდასრულობის საჩუქრებს“. დარწმუნდით, რომ ოჯახში მამაც და ბიჭებიც ისევე ასრულებენ საოჯახო საქმეებს, როგორც დედა და გოგონები.

შექმენით ოჯახური ბაზა. შექმენით გეგმებისა და მიზნების საკუთარი და საოჯახები სიები სია. გამოფინეთ ისინი. უზრუნველყავით ერთმანეთის ანგარიშვალდებულება. გააკეთეთ კალენდრები და მიჰყევით მათ.

იცოდეთ თქვენი პიროვნული საზღვრები. გაუზიარეთ დანარჩენებს გასაგებად. განსაზღვრეთ სივრცე. დაგეგმეთ წინასწარ, რათა წინასწარ იცოდეთ, სად არის ეს სივრცე, როდესაც დაგჭირდებათ.

გადახედეთ თქვენს ყველა შესაძლებლობას ამ ზაფხულისთვის. იყავით შემოქმედებითი. ინდივიდუალურად და ოჯახთან ერთად წასაკითხი წიგნების სია, ხელოვნება, მუსიკა, ცეკვა, თეატრი, ფიზიკური ვარჯიშები, ასტრონომია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, ერთად, მარტო, წყვილებში.

შეინარჩუნეთ და შექმენით ახალი ოჯახური რიტუალები. ზოგიერთი მათგანი შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, ბავშვებისთვის საყვარელ ბევრ ადგილას, ბანაკებში, ფესტივალებზე სიარული დღესდღეობით შეუძლებელია კორონავირუსის პანდემიის გამო.  თქვენი შვილები შეიძლება განიცდიდნენ ამ დანაკარგს, ამიტომ შექმენით ახალი რიტუალები.

გახსოვდეთ, რომ დღეს თქვენ ხართ ბავშვების სამყარო. მოდით, ეს ზაფხული კარგი მიზეზების გამო დავიმახსოვროთ. გამოვიყენოთ შესაძლებლობა და დავუბრუნდეთ მარტივ საფუძვლებს – თავიდან დავაფუძნოთ და ავაშენოთ მყარი ოჯახის საძირკველი.

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/mastery-mindset/202005/8-ways-summer-smart-your-kids

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5