შაქარს ბუნებრივად შეიცავს მრავალი საკვები, მაგალითად ხილი, ბოსტნეული, რძე, ყველი და მარცვლეულიც კი. მაგრამ მწარმოებლები ასევე ამატებენ შაქრისა და სიროფის სხვადასხვა ფორმებს დამუშავებულ და დაფასოებულ საკვებს, როგორიცაა ნაყინი, ფუნთუშა, ტკბილეული, გაზიანი სასმელები, კეტჩუპი და პურიც კი.
ბუნებრივი შაქარი მთლიან საკვებშია. მაგალითად, ვაშლს შეიძლება ჰქონდეს დაახლოებით 20 გრამი. მაგრამ ის ასევე შეიცავს თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებს, მინერალებსა და სხვა საკვებ ნივთიერებებს. ვაშლში შემავალი უჯრედისის წყალობით თქვენ დაიკმაყოფილებთ შიმშილის განცდას და მასში შემავალ შაქარს თქვენი სხეული უფრო ნელა აითვისებს. დამატებული შაქარი კი არის დამატებითი კალორია სასარგებლო ნივთიერებების გარეშე. ისინი “ცარიელი კალორიებია”, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
რამდენია „ბევრი“ შაქარი?
ამერიკის გულის ასოციაციის თანახმად, ქალებმა 6 ჩაის კოვზზე მეტი არ უნდა მიიღონ დღეში. ეს დაახლოებით 100 კალორიაა. მამაკაცებმა კი მაქსიმუმ 9 ჩაის კოვზი. ეს დაახლოებით 150 კალორიაა.
როგორ მოქმედებს დამატებული შაქრის შემცირება ორგანიზმზე?
ჯანსაღი წონა
დამატებული შაქრების მიღების შემდეგ თქვენ მაინც გაწუხებთ შიმშილის განცდა და ჭამთ უფრო ხშირად და მეტს. რაც იწვევს წონის მატებას. თუ შაქარზე უარს იტყვით და მთლიან პროდუქტს მიანიჭებთ უპირატესობას, უფრო დანაყრებული იქნებით და ნაკლებს შეჭამთ.
დაბალი ტრიგლიცერიდები
თუ თქვენი სხეულის წონა უფრო მეტია, ვიდრე უნდა იყოს, თქვენ სავარაუდოდ გექნებათ მაღალი ქოლესტერინი, მათ შორის ტრიგლიცერიდები, ცხიმის ტიპი სისხლში. წონის დაკლებამ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი ქოლესტერინი. მაგრამ ეს მხოლოდ წონის დაკლება არ არის. კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს კალორიების 20% -ზე ნაკლები დამატებული შაქრისგან, უფრო დაბალი ტრიგლიცერიდები ჰქონდათ.
გულის დაავადებების რისკის შემცირება
მაღალი ტრიგლიცერიდები ზრდის გულის დაავადებების რისკს. ნაკლებ დამატებულ შაქარს შეუძლია შეამციროს ეს.
ბევრი ვიტამინი
თუ დამატებულ შაქარს ჩაანაცვლებთ ჯანსაღი პროდუქტებით, მიიღებთ უფრო მეტ ვიტამინსა და ორგანიზმისთვის სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს.
ჯანსაღი კბილები
შაქარი არის ძირითადი საკვები წყარო ბაქტერიებისთვის, რომლებიც თქვენს პირში იზრდება და იწვევს კარიესს. დამატებული შაქრების შემცირება დაგეხმარებათ ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში.
დაავადებების დაბალი რისკები
დამატებული შაქრების დიდი რაოდენობით მიღება ზრდის დიაბეტის, გულის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, ღვიძლისა და სხვა სერიოზული დაავადებების რისკს. მისი შემცირებით კი, ეს რისკებიც მცირდება.
წყარო: www.webmd.com