Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ძილის  საუკეთესო რეჟიმის მქონე ბავშვებსაც კი შეიძლება მოულოდნელად დაეწყოთ ძილთან დაკავშირებული სირთულეები 1-დან 3 წლამდე ასაკში, ამბობს ძილის  დარღვევების ექსპერტი დებორა ლინ-დაიკენი. ეს, როგორც წესი, გამოიხატება ჩაძინების პრობლემით და/ან ღამის განმავლობაში ხშირი გაღვიძებით. 

ძილის დარღვევის მიზეზები:

  • ღამის ტერორი – ის მთვარეულებს გაგახსენებთ, მაგრამ გაცილებით დრამატულია და ხშირად დაკავშირებულია არასაკმარის ძილთან.  ბავშვი ჩაძინებიდან დაახლოებით 1-2 საათში იწყებს  ტირილს, ყვირილს, ვერ  იღვიძებს და ვერ ცნობს გარემოს და გარშემომყოფებს. თუ თქვენმა შვილმა “გაიღვიძა” ზემოთჩამოთვლილი სიმპტომებით, მიდით მასთან, მაგრამ არ სცადოთ მისი გაღვიძება ან დამშვიდება. მისი სახელის დაძახებამაც კი შეიძლება  გაახანგრძლივოს ან გააძლიეროს ღამის ტერორი. თუ გსურთ დაეხმაროთ, უბრალოდ იყავით მის გვერდით, რომ არაფერი დაიშავოს და დაელოდეთ, რომ ღამის ტერორმა ჩაიაროს. მისი შემაწუხებლობის გამო შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დიდი დრო გადის, მაგრამ დაახლოებით 5 წუთს გრძელდება და მეორე დღეს ბავშვს არაფერი ახსოვს.   
  • ცუდი სიზმრები – ამ ასაკში ბავშვის წარმოსახვა ვითარდება და რა თქმა უნდა, მისი სიზმრების სამყაროზეც  ახდენს გავლენას.  როცა ბავშვს კოშმარი გააღვიძებს, მიდით მასთან და დაამშვიდეთ. თუ  გთხოვთ, დარჩით მასთან, სანამ ხელახლა ჩაიძინებს. არ იღელვოთ, თუ ის არ მოგიყვებათ სიზმრის შესახებ, რადგან ხანდახან კოშმარი მხოლოდ ცუდი, საშიში შეგრძნებაა. 
  • ავადმყოფობა, განშორების შფოთვა ან განვითარების ახალ სტადიაზე გადასვლა. გაუზომეთ ტემპერატურა. დარწმუნდით, რომ არ სტკივა ყური ან სხვა ორგანოები. 

თუ თქვენს ბავშვს აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ძილის დარღვევები, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • პირველ  რიგში, დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს საკმარისად სძინავს. შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა რაც უფრო ცოტა ხანს სძინავს თქვენს შვილს დღის განმავლობაში, უფრო მეტად გაუჭირდება ჩაძინება საღამოს და მთელი ღამის განმავლობაში ძილი. ამიტომ იყავით თანმიმდევრული და ერთსა და იმავე დროს დააწვინეთ დასაძინებლად დღის და საღამოს  მონაკვეთებში.   
  • როცა თქვენი შვილი გაიღვიძებს ღამით, დაამშვიდეთ, დააწყნარეთ ბევრი ლაპარაკის  და ზედმეტი შუქის გარეშე. მიანიშნეთ, რომ ყველაფერი რიგზეა და  ახლა ძილის დროა. 
  • ძილის დარღვევები შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს, მაგრამ რეგულარული ძილის რუტინა ხელს შეუწყობს ამ პრობლემის სწრაფად მოგვარებას. 

წყარო:  www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5