ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქალების 85%-ს ჩვილები სხეულის მარცხენა მხარეს უჭირავს, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებს მარცხენა თეძოზე შემოისვამენ ხოლმე. საინტერესოა, რომ თუნდაც დედა ცაცია იყოს, სტატისტიკურად, მაინც მარცხნივ უჭირავს ჩვილი.
მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ რადგან ადამიანების უმრავლესობა მემარჯვენეა, მარცხენა ხელში უჭირავთ ბავშვი, რათა მარჯვენა თავისუფალი ჰქონდეთ სხვა საქმეებისთვის. თუმცა, არსებობს სხვა თეორიებიც.
მეცნიერები პრიმატებს აკვირდებოდნენ, რომელი მხრიდან უახლოვდებოდნენ ისინი დედებს ჩვეულებრივ სიტუაციებში და შიშის დროს. აღმოჩნდა, რომ მარცხენა მხრიდან და რადგან ადამიანებიც ძუძუმწოვრების რიგს მიეკუთვნებიან, მათაც ხშირად მსგავსი ქცევები აქვთ.
მარცხენა მხარეს ბავშვი უფრო ახლოს არის დედის გულისცემასთან, რაც ხელს უწყობს ტემპერატურის დარეგულირებას და ბავშვის დამშვიდებას. ეს ჩვენი, როგორც მშობლის საქმეს ამარტივებს და შესაძლოა კიდევ ერთი მიზეზი იყოს, რატომ გვირჩევნია ბავშვის მარცხენა მხარეს დაჭერა.
წყარო: www.verywellfamily.com