Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სანამ ბავშვს აბანავებთ, დარწმუნდით, რომ იცნობთ უსაფრთხოების წესებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, არასოდეს დატოვოთ ბავშვი აბაზანაში მარტო – ერთი წუთითაც კი.

რამდენად ხშირად უნდა დავბანოთ ჩვილი?

ბევრ ოჯახში ჩვილის ბანაობა ღამის ძილისწინა რუტინაა. სისუფთავის თვალსაზრისით, სანამ თქვენი ბავშვი არ ხოხავს, კვირაში ორჯერ დაბანა საკმარისია. უბრალოდ ხშირად გაუწმინდეთ სახე და კანის ნაკეცები. ასევე – სასქესო ორგანოები საფენის ყოველი შეცვლის შემდეგ.

სად უნდა დავბანოთ ჩვილი?

შეგიძლიათ ჩვილი დაბანოთ საბავშვო აბაზანაში, სათლში ან ნიჟარაში. სტანდარტული აბაზანა ამ შემთხვევაში მოუხერხებელია.

როგორ დავბანოთ ჩვილი?

1. სანამ ბავშვს აბაზანაში ჩააწვენთ, მოიმარაგეთ საჭირო ნივთები ახლოს და გაშალეთ პირსახოცი, სუფთა საფენი და ტანსაცმელი. დარწმუნდით, რომ ოთახში თბილა.

2. აბაზანას დაახლოებით 32° (ან უფრო თბილი, მაქს. 37°) წყალი უნდა ფარავდეს 5-10 სმ-ით.

3. მიიყვანეთ ბავშვი აბაზანასთან და გახადეთ ტანსაცმელი.

4. თანდათანობით ჩასვით ბავშვი აბაზანაში. ერთი ხელით დაუჭირეთ კისერი და თავი. ბანაობის დროს რეგულარულად დაუმატეთ წყალი, რომ არ გაცივდეს.

5. გამოიყენეთ რბილი ნატურალური საპონი ზომიერად (დიდი რაოდენობით აშრობს ჩვილის კანს). წაუსვით ხელით ან ნაჭრით სხეულზე ზემოდან ქვემოთ და წინიდან უკან. შემდეგ დაბანეთ თავი სველი, საპნიანი ნაჭრით.

6. ჩამობანეთ საპონი  სუფთა წყლით და გაწმინდეთ სუფთა პირსახოცით.

7. შეახვიეთ ბავშვი კაპიუშონიან პირსახოცში და გაამშრალეთ. თუ მას მშრალი კანი აქვს ან გამონაყარი, შეიძლება დაგჭირდეთ  დამატენიანებლის ან საფენის ქვეშა კრემის  წასმა დაბანის შემდეგ.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5