საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. გორსა და ფოთში ყველა კლასის მოსწავლე ბრუნდება სკოლაში. აჭარის რეგიონში ყველა საფეხურზე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
სსსმ მოსწავლეებს, აჭარის რეგიონის გარდა, ექნებათ შესაძლებლობა რესურს ოთახში სპეც. მასწავლებლებს შეხვდნენ სპეციალური გრაფიკით, რომელსაც სკოლა შეუთანხმებს მშობლებს.
იმ სკოლებში, სადაც საკლასო ოთახში გრძელდება სწავლა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში მათი შვილებისთვის ონლაინ სწავლება მოითხოვონ.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.