Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭარბი წონის მქონე ორსულ ქალებს შეუძლიათ შეამცირონ მათი ჩვილების ჯანმრთელობის რისკები დიეტისა და მეტი ფიზიკური დატვირთვის გზით.

ჟურნალ PLosMed-ში გამოქვეყნდა ახალი კვლევა. მკვლევრები აკვირდებოდნენ მაღალი გლუკოზის გავლენას გესტაციური დიაბეტის მქონე ორსულებში და მათი ჩვილების დნმ-ის ცვლილებებს.

გესტაციური დიაბეტი სულ უფრო ხშირდება მთელ მსოფლიოში, სიმსუქნის მატებასთან ერთად და ზრდის ორსულობისა და მშობიარობის დროს გართულებების რისკს, ასევე მეტაბოლური დაავადების რისკს ბავშვებში, რომელთა დედებსაც ჰქონდათ ის ორსულობის დროს. გლუკოზის მაღალი დონე ორსულობის დროს იწვევს ეპიგენეტურ ცვლილებებს ნაყოფის განვითარებაში, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე.

საუთჰემპტონის უნივერსიტეტისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრებმა შეისწავლეს ჭარბი წონის მქონე 550-ზე მეტი ორსული ქალისა და მათი შვილების მონაცემები. კვლევა მიზნად ისახავს ჭარბწონიანი ორსული ქალების დიეტისა და ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესებას მთელ ბრიტანეთში. ქალების ნაწილმა საკუთარ მენიუში ჩართო დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები (რომლებიც უფრო სწრაფად იშლება ორგანიზმის მიერ), შეამცირა  ცხიმის მიღება და გაზარდა ფიზიკური აქტივობა. მათ შედეგად ნაკლები წონა და კარგი მეტაბოლიზმი მიიღეს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, სადაც იყვნენ ქალები,  რომლებმაც ორსულობის განმავლობაში არ შეცვალეს ცხოვრების წესი.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დიეტამ და ვარჯიშებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს ახალშობილებში დნმ-ის მეთილირების ცვლილებები, რომლებსაც იწვევს დედის გესტაციური დიაბეტი ორსულობის პერიოდში.

გესტაციური დიაბეტის მქონე დედების შვილებს, ჭარბი წონის და გლუკოზის დონის მართვის უფრო დიდი რისკი აქვთ. ორსულობის დროს სიმსუქნე შეიძლება უარყოფითად აისახოს დედაზე და ბავშვზე. ამიტომ, უმჯობესია თუ ქალი ორსულობის დაგეგმვამდე იზრუნებს საკუთარ ჯანმრთელობაზე. თუმცა, ეს კვლევა გვაძლევს იმედს, რომ დედებს, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა და მათ პატარებს, კვლავ შეუძლიათ გადავიდნენ ჯანსაღ დიეტაზე ორსულობის დროს.

„ყველა მომავალ დედას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი კვების რეკომენდაცია და მათ, ვისაც აქვს ჭარბი წონა, გაკიცხვის გარეშე უნდა მიეცეს პრაქტიკული მხარდაჭერა და წახალისება –  იკვებონ ჯანსაღად ორსულობის დროს“ – ამბობს „Tommy”-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ჯეინ ბრევინი.

წყარო: www.sciencedaily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5