Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მანქანის სავარძელი (ქარსითი) თქვენი შვილის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია. სამშობიაროდან ახალშობილი მისი საშუალებით უნდა წამოიყვანოთ, ამიტომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გჭირდებათ თქვენი პატარასთვის ზუსტი და სანდო ქარსითის შესარჩევად.

ქარსითის უსაფრთხოება

მანქანის სავარძლების უმეტესობას 6 წელი აქვს გამოყენების ვადა. ეს შეგიძლიათ შეამოწმოთ მის ძირში დატანილი პლასტმასის ქვეშ და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქარსითი არ იყოს ნაავარიევი.

უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქარსითი სწორად დაამაგროთ ყოველი მგზავრობის წინ. ყველაზე დაცული ადგილი მანქანის უკანა სავარძლის შუაშია. თან უნდა დარწმუნდეთ, რომ საბავშვო სავარძელი მჭიდროდაა დამაგრებული. იმისათვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს, ზამთარში ქურთუკის გარეშე ჩასვით ქარსითში და თუ მანქანაში ძალიან ცივა, სავარძლის გარედან მოახურეთ პლედი.

ჩვილის ქარსითი და რეგულირებადი  ქარსითი

ჩვილის ქარსითი მხოლოდ ჩვილებისთვისაა განკუთვნილი, უნდა დაამაგროთ მოძრაობის საპირისპიროდ და გამოიყენება მხოლოდ წლამდე . შემდეგ უნდა შეიძინოთ რეგულირებადი  ქარსითი, რომლის დამაგრება შეგიძლიათ, როგორც მოძრაობის მიმართულებით, ასევე საპირისპიროდ. მას აქვს წონისა და ასაკის უფრო მაღალი ზღვარი და შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარასთვის  მანამ, სანამ საკმარისად დიდი არ იქნება ბუსტერისთვის.

ქარსითის დამაგრება

ქარსითის დასამაგრებლად დეტალურად  წაიკითხეთ მისი ინსტრუქცია და შესაბამისად იმოქმედეთ.  უსაფრთხოებისთვის  საჭიროა, რომ სამხრე ღვედები ბავშვის მხრებს ქვემოთ იყოს. ბავშვის ზრდასთან ერთად აკონტროლეთ, რომ სწორად ჰქონდეს დამაგრებული ეს სამაგრები.

წყარო: https://www.pampers.com/en-us

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5