Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კვლევის თანახმად, სიკეთის სწავლება დადებით გავლენას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობაზე, სხვებთან ურთიერთობასა და აკადემიურ შედეგებზე. ის ასევე ამცირებს ბულინგისა და ძალადობის შემთხვევებს.

თქვენ შეგიძლიათ მისცეთ სიკეთის მაგალითი შვილს სხვებზე ზრუნვით და სხვა საქმეებით, რომლებსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ.

გაეცით მათზე, ვისაც სჭირდება

მოაშენეთ ბოსტანი და მიანიჭეთ თქვენს შვილს რეგულარული მოვალეობები, მაგალითად, მცენარეების მორწყვა, სარეველების გამარგვლა და მოსავლის აღება. შემდეგ, ბოსტნეული მოუკითხეთ სხვა ადამიანებსაც.

შეაგროვეთ სათამაშოები, რომლებიც კარგად გამოიყურება და აჩუქეთ ბავშვთა სახლს ან ოჯახში ძალადობის თავშესაფარს. წაახალისეთ თქვენი შვილი, შეარჩიოს რომელი სათამაშოები აღარ სჭირდება. მოუყევით მას, თუ სად მიდიან სათამაშოები და მიეცით საშუალება, აირჩიოს რომელი სათამაშოების ჩუქების სურვილი აქვს.

ასევე მოიქეცით ტანსაცმლის შემთხვევაში.

მოამზადეთ სადილი და მიართვით მოხუც მეზობელს, ნათესავს ან მეგობარს.

გადაახარისხეთ წიგნები და  დაურიგეთ ბიბლიოთეკას ან საქველმოქმედო ორგანიზაციას.

დაწერეთ სამადლობელი ბარათები

ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ ყოველთვის არიან ადამიანები, ვისაც შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ დღესასწაულების გარეშე, მაგალითად ბებიას, მეგობარს, პედიატრს.

წაახალისეთ დაუწერონ წერილები ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ და ექიმებს, რომლებიც ცდილობენ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას. ეს პანდემიის შესახებ მათ შფოთვასაც შეამცირებს.

დაეხმარეთ საქმეებში მათ, ვისაც სჭირდება

როდესაც ამის გაკეთებას  ჩვევად აქცევთ, თქვენი ბავშვი შეისწავლის იმ ადამიანების აღმოჩენას, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. მოუმზადეთ საჭმელი ან დაეხმარეთ ბაღის მოვლაში მოხუც მეზობელს.

იზრუნეთ ცხოველებზე

თუ სახლში არ გყავთ შინაური ცხოველი, შეგიძლიათ წაახალისოთ გაასეირნოს მეგობრის ძაღლი და დაიტოვოთ ახლობლის კატა, სანამ მისი პატრონი ქალაქგარეთ იქნება.

დაეხმარეთ თქვენს შვილს, შეარჩიოს სპეციალური საჩუქარი თქვენი შინაური ცხოველისთვის.

გაუკეთეთ საჩუქარი ვინმეს

წაახალისეთ თქვენი ბავშვი, შექმნას პატარა საჩუქრები სხვებისთვის.

ხელნაკეთმა ბარათმა ან ნახატმა შეიძლება გააბედნიეროს ვინმეს დღე. მით უმეტეს ამ პერიოდში, როცა ადამიანები სოციალურ დისტანციას ვიცავთ და იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს.

უთხარით ადამიანებს რაიმე სასიამოვნო

სიკეთე შეიძლება ისეთივე მარტივი იყოს, როგორც ვინმესთვის სასიამოვნო რამის თქმა. ასწავლეთ თქვენს შვილს, ჩვევად აქციოს კომპლიმენტები და შეაქოს სხვა ადამიანების ძალისხმევა.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5