Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მშობლები ხშირად ვღელავთ, როდესაც ბავშვები გვეკითხებიან სექსთან დაკავშირებულ ამბებზე. მაგრამ ბავშვთა ცნობისმოყვარეობა სასქესო ორგანოების მიმართ არაფრით განსხვავდება მათი კითხვებისგან თვალების, ყურების, ფეხების, ცხვირისა და სხვა სხეულის ნაკლებად პირადი ნაწილების შესახებ.

მათი კითხვები  ბუნებრივია და მათ ვინმესგან უნდა მიიღონ ინფორმაცია სხეულის ინტიმური ნაწილების შესახებ და უმჯობესია, თუ ის თქვენ იქნებით.

როგორ უნდა უპასუხოთ? უპასუხეთ პირდაპირ და მხოლოდ სიმართლე. სანამ პასუხს ეტყვით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: “ასე ვეუბნებოდი ჩემს შვილს იდაყვებზე ან მუხლებზე?” მიაწოდეთ ბავშვებს ანატომიურად სწორი სახელი სხეულის ინტიმური ნაწილებისთვის („ვაგინა”, “პენისი”) და მოერიდეთ სასაცილო ან საალერსო სიტყვების გამოყენებას სასქესო ორგანოების მიმართ, რადგან ეს მათ  დააბნევს.

თუ ისინი იკითხავენ, თუ რისთვის არის განკუთვნილი სასქესო ორგანოები, შეგიძლიათ უთხრათ, რომ ტუალეტის ჩვევისთვის. თუ თქვენ თავს კომფორტულად გრძნობთ, შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ ისინი ასევე ბავშვის ჩასახვისთვის გამოიყენება.   ამ ასაკის ბავშვებმა არ იციან სექსის შესახებ და არ დააკავშირებენ.

მცირეწლოვანმა ბავშვებმა შეიძლება ასევე იკითხონ, თუ რატომ განსხვავდება დედის ან მათი ძმის ან დის სასქესო ორგანოები მათგან. აღნიშნეთ, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია: თქვენი თვალები ცისფერია, ხოლო მამის – ყავისფერი, ბაბუას ბებიაზე დიდი ცხვირი აქვს.  ასევე,  ბიჭების პირადი ნაწილები განსხვავდება გოგონებისგან.

ამ თემაზე გულწრფელი პასუხები გზას უხსნის სამომავლო გულახდილ საუბრებს ჩვენს სხეულებზე და დიახ – საბოლოოდ – სექსზე. თუ თქვენ არ გეუხერხულებათ ამ თემაზე ლაპარაკი, თქვენი ბავშვი მიიღებს შეტყობინებას, რომ ნორმალურია კითხვების დასმა და საუბარი ჩვენი სხეულის ყველა ნაწილზე და მათ ფუნქციებზე.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5