Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ის იმეორებს თქვენი სახის გამომეტყველებას. უფროსების ემოციების არეკვლა ახალშობილობიდან იწყება, თუმცა 9-18 თვის მკვეთრად იზრდება. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენი ახლად ფეხადგმული შვილი იღიმება, როცა თქვენ იღიმებით და სახეზე შფოთვა აწერია, როცა თქვენ შეშინებული ხართ.

ის იმეორებს თქვენს რეაქციას. მას უყვარხართ და გენდობათ. ბევრი რამ აკვირვებს სამყაროში და როცა მისთვის უცნაურ რამეს ან უცნობ ადამიანს ნახავს,  ჯერ თქვენ შემოგხედავთ, თქვენს რეაქციას შეამოწმებს, რათა გაერკვეს სიტუაციაში და შესაბამისად იმოქმედოს.

ის იმეორებს თქვენს ქცევებს. თქვენი პატარა ცდილობს გააღოს კარები თქვენი გასაღებით? თქვენსავით „ისწორებს“ თმას სარკის წინ? ამ ასაკის ბავშვებისთვის „იმიტაციის თამაშები“ სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის ფორმაცაა.

ის მუდმივად ცდილობს, მიიქციოს თქვენი ყურადღება. ეს ეტაპი ჯერ კიდევ ჩვილობაში იწყება, თუმცა ამ დროს სხვა ეტაპზე გადადის. პატარას სურს, უპასუხოს თქვენს შეკითხვებს, დაინახოს თქვენი რეაქცია მის ქცევებზე და (თავის ენაზე) გელაპარაკოთ. საპასუხო სოციალური ყურადღება იმის ნიშანია, რომ მას თქვენს მიმართ სანდო მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდა.

ის თქვენთან დაცულად გრძნობს თავს. ახალ გარემოში, შეისწავლის იქაურობას და თან გამუდმებით მორბის თქვენთან ჩასახუტებლად. ეს ნდობისა და მიჯაჭვულობის ნიშანია. თქვენ  უსაფრთხო ადგილი ხართ, სადაც შეუძლია დაბრუნება.   

ის თქვენთან აფარებს თავს. თუ პარკში სეირნობის დროს  დიდი ძაღლის მოახლოების შეეშინდება, ის თქვენთან მოვა და ხელებს გამოგიწვდით, რათა ხელში აიყვანოთ. ამით ის გაჩვენებთ, რომ უყვარხართ და გენდობათ.

ის მოგმართავთ დასამშვიდებლად. თუ დაეცემა, ის თქვენთან მორბის, რომ ჭრილობაზე სული შეუბეროთ ან აკოცოთ. მან იცის, რომ შეიძლება თქვენი იმედი ჰქონდეს და იმდენად გენდობათ, რომ ყოველთვის მოგმართავთ, როცა ეს სჭირდება.

წყარო: https://www.babycenter.com/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5