Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სამზარეულო შესანიშნავი ადგილია მარტივი სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის. კულინარიაში ყველაფერი მეცნიერებას ეხება: ქიმიური რეაქციები ცომეულს ზრდის, მაღალი ტემპერატურა ცვლის საკვების გარეგნობას, სუნს და გემოს. ასე რომ, როდესაც ბავშვებთან ერთად სამზარეულოში შევდივართ, მათ ბევრი რამ უნდა ვანახოთ და მოვუყვეთ.

სამზარეულოს სამეცნიერო პროექტები მარტივი და უსაფრთხოა, რადგან ინგრედიენტები ვარგისია საჭმელად. ეს მთავარია, როდესაც თქვენ ექსპერიმენტებს ატარებთ პატარებთან ერთად, რომლებსაც ჯერ კიდევ უყვართ ნივთების პირისკენ წაღება.

აქ მოცემულია რამდენიმე სამეცნიერო ექსპერიმენტი, რომლითაც ბავშვები აღმოჩენებს აკეთებენ  და სწავლობენ.

სამზარეულოს ჭურჭლით თამაში

ასაკობრივი ჯგუფი: 3 წლამდე ბავშვები

საჭირო მასალები:

  • ხის კოვზები
  • ქვაბები და ტაფები
  • პლასტმასის სუფრის კოვზები
  • თუშფალანგი (საწური)
  • პლასტმასის თასი, ჭიქები და / ან თეფშები

ჩვილები და ახლად ფეხადგმული ბავშვები ცდილობენ გაიცნონ მათ გარშემო არსებული სამყარო. დაეხმარეთ მათ, წაახალისეთ სამზარეულოს ჭურჭლებთან თამაში. დაე, აღმოაჩინონ, რომ როდესაც ხის კოვზით დაარტყამენ მეტალის ქოთანს, ეს სასიამოვნო ჟღერადობას გამოსცემს. რა მოხდება, თუ მეტალის ქვაბს პლასტმასის თასით შეცვლით?

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეავსოთ ჭურჭელი წყლით და მისცეთ თქვენს შვილს საშუალება შეისწავლოს. წყალი დარჩება პლასტმასის თასში, მაგრამ საწურზე?  

საცხობი სოდის ექსპერიმენტი

ასაკობრივი ჯგუფი: ახლადფეხადგმული და სკოლამდელი ასაკის ბავშვები

საჭირო მასალები:

  • პლასტმასის ჭიქები
  • სამედიცინო საწვეთური „პიპეტი“
  • გრძელი ტაფა, მაგალითად 9×13 ტაფა

ეს პროექტი ემყარება იგივე კონცეფციას, როგორც საცხობი სოდის ვულკანი, მაგრამ ამის გაკეთება ბევრად უფრო ადვილია. თითოეულ პლასტმასის ჭიქაში ჩაასხით ძმარი, შეავსეთ იგი დაახლოებით მეოთხედიდან ნახევრამდე. თითოეულს დაამატეთ რამდენიმე წვეთი საკვები საღებავი, ასე თქვენ გექნებათ  სხვადასხვა ფერის ჭიქები.

ტაფაში ჩაყარეთ სოდა და ზემოდან გაასწორეთ და საწვეთურის დახმარებით ჩაასხით სხვადასხვა ფერის „ძმარი“ და დაელოდეთ, რა მოხდება.

კარაქის დამზადება

ასაკობრივი ჯგუფი: სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები

მასალები:

  • თავსახურიანი ქილა
  • 1 ჭიქა ცივი, სქელი ასათქვეფი ნაღები
  • წვრილი საწური ან თუშფალანგი

ნაღებს აქვს უამრავი (გემრიელი!) ცხიმის მოლეკულა. კრემის შერყევისას ცხიმის მოლეკულებიც ირყევა და საბოლოოდ იკრიბება და კარაქად იქცევა.

ჩაასხით ნაღები ქილაში და დაახურეთ თავსახური. შეანჯღრიეთ ქილა მანამ, სანამ კარაქს არ მიიღებთ. ამას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. ნჯღრევას რომ გაგრძელებთ, დარჩება კარაქის მყარი მასა და თხევადი დო (buttermilk). დაასხით კარაქი და დო საცერზე, შეინახეთ დო ქვედა ჯამში, შემდეგ კი დაასხით ცივი წყალი კარაქს და გააშრეთ. ბოლოს გაახვიეთ საკვების შესანახ ცელოფანში (გრინში), შედგით მაცივარში და გამოიყენეთ ერთი კვირის განმავლობაში, თუ არ აპირებთ მის გაყინვას მოგვიანებით გამოსაყენებლად.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5