Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სარძევე კბილები მუდმივ კბილებთან შედარებით უფრო თეთრია, რადგან მეტად კალციფირებულია. მათ შეიძლება ფერი შეეცვალოს მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის:

პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაუცველობა. თუ ბავშვი არ იხეხავს კბილებს წესების მიხედვით, შეიძლება წარმოიქმნას ბაქტერიული ნადები, რაც იწვევს კბილის ფერის შეცვლას.

წამლები.  რკინის შემცველმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ლაქები კბილებზე. ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სარძევე კბილების ფერის შეცვლა.

კბილის დაზიანება. მხოლოდ ერთი მუქი კბილი შეიძლება იყოს სისხლდენის შედეგი კბილის ტრავმის გამო.

სუსტი მინანქარი. მინანქრის გენეტიკურმა პრობლემამ შეიძლება შეუცვალოს ფერი სარძევე კბილების.

ფტორის სიჭარბე. ფტორის ჭარბად მიღებამ (მაგალითად ფტორის შემცველი სასმელი წყლისგან) შეიძლება ფლუოროზი გამოიწვიოს – მინანქარმა ფერი იცვალოს ან გაუჩნდეს დაბინდული თეთრი ზოლები.

ავადმყოფობა. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება განუვითარდეს სარძევე კბილები მწვანე ან ყვითელი შეფერილობით, თუ ისინი დაიბადნენ ისეთი მდგომარეობით, როდესაც სისხლში ძალიან ბევრი ბილირუბინია (ჰიპერბილირუბინემია).

თუ ფერის შეცვლა გამოწვეული ცუდი ჰიგიენით, კბილების უფრო საფუძვლიანი გახეხვა შეიძლება დაგეხმაროთ. სანამ თქვენი ბავშვი ისწავლის გამოვლებას – დაახლოებით 3 წლამდე – ფტორის შემცველი კბილის პასტა მცირე რაოდენობით (დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომის) წაუსვით ჯაგრისზე და თვალყური ადევნეთ, რომ ხარისხიანად გაიხეხოს კბილები.

თქვენი ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მოერიდეთ ბოთლით შაქრის შემცველი სასმლის მიწოდებას, ასევე ბოთლით დაძინებას. ნუ აჭმევთ მას თქვენი ჭურჭლიდან, რადგან შეიძლება ასე გადასცეთ კარიესის გამომწვევი  ბაქტერიები. თუ თქვენი შვილი იყენებს საწოვარას, არ  ამოავლოთ ის თაფლში ან შაქარში.

თუ თქვენი პატარას კბილის ფერი შეიცვალა, შეატყობინეთ პედიატრს. მან შეიძლება გადაგამისამართოთ ბავშვთა სტომატოლოგთან, რომელიც ბავშვის სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით შემოგთავაზებთ კბილების გათეთრებას.

წყარო: www.mayoclinic.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5