სასეირნო ეტლი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთი გახდება თქვენი პატარას დაბადების შემდეგ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაზე უნდა გაამახილოთ ყურადღება ეტლის არჩევისას:
წონა: სასეირნო ეტლების წონა მერყეობს 4-დან 13 კილომდე. მძიმე ეტლი უფრო გამძლეა, უფრო ძლიერი ბორბლები აქვს, მაგრამ მოუხერხებელია ვიწრო ადგილებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მსუბუქი ეტლია უფრო ადვილია გადასატანად, მაგრამ უჭირს ოღროჩოღრო ზედაპირზე სიარული.
დაკეცვა: ეცადეთ ისეთი ეტლი იყიდოთ, რომელიც იოლად იკეცება.
ჩვილის ეტლი: 6 თვემდე ასაკის ბავშვისთვის აუცილებლად საჭიროა, რომ ეტლს ჰქონდეს დასაწოლი პოზიცია ან უმაგრდებოდეს ჩვილის კალათა ან ქარსითი.
მსუბუქი სასეირნო ეტლი: ეტლის სიმსუბუქე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ბავშვებთან ერთად მოგზაურობენ. თუმცა, სწორედ ამ სიმსუბუქის გამო ის სუსტია და ვერ უმკლავდება უხეშ რელიეფს.
სამოგზაურო ეტლი: ასეთი ეტლი მსუბუქია, იოლად დასაკეცი და კომპაქტური, რათა თვითმფრინავის სათავსოშიც ჩაეტიოს.
ორმაგი ან ტყუპების ეტლი: თუ ტყუპებს ელოდებით ან მეორე ბავშვს ელოდებით, ასეთი ეტლი ცხოვრებას გაგიმარტივებთ.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/baby-shower/article/how-to-choose-a-stroller