Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მოგზაურობა ახალი ადგილების, გემოებისა და შთაბეჭდილებების აღმოჩენასთან ასოცირდება, თუმცა გარემოს ცვლილებასთან ერთად იზრდება კუჭ-ნაწლავის პრობლემების განვითარების რისკიც. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა მოგზაურთა დიარეა, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.

სწორედ ამიტომ, მოგზაურობის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირველადი დახმარების ჩანთის მომზადება, არამედ ისეთი უსაფრთხო და ეფექტური საშუალებების შერჩევაც, რომლებიც მთელი ოჯახის საჭიროებებს პასუხობს.

რა არის მოგზაურთა დიარეა?

მოგზაურთა დიარეა არის კუჭ-ნაწლავის ინფექციური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მოგზაურობის დროს ან მისი დასრულებიდან რამდენიმე დღეში. ყველაზე ხშირად ის გამოწვეულია ორგანიზმის გარემოსთან სწრაფი ადაპტირებით, განსხვავებული საკვებითა და სასმელი წყლით ან არასათანადო ჰიგიენური პირობებით.

რისკი განსაკუთრებით იზრდება იმ ქვეყნებში, სადაც განსხვავებულია სანიტარული სტანდარტები ან კლიმატური პირობები. თუმცა, ინფექცია შეიძლება განვითარდეს შიდა ტურიზმის დროსაც, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე.

რა სიმპტომები ახასიათებს?

მოგზაურთა დიარეის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • ხშირი და თხელი განავალი;
  • მუცლის ტკივილი ან სპაზმები;
  • გულისრევა;
  • შებერილობა;
  • სისუსტე და გაუწყლოების ნიშნები;
  • ზოგიერთ შემთხვევაში ცხელება.

ბავშვებში და ხანდაზმულებში განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რადგან გაუწყლოება მათში უფრო სწრაფად ვითარდება.

როგორ შევამციროთ რისკი?

მოგზაურობისას სასურველია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები ან გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება;
  • დალიეთ მხოლოდ უსაფრთხო სასმელი წყალი;
  • მოერიდეთ უმ თევზს, უმ ხორცსა და არასაკმარისად თერმულად დამუშავებულ საკვებს;
  • ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხეთ ან გაასუფთავეთ;
  • შეინახეთ საკვები შესაბამის ტემპერატურაზე.

ეს რეკომენდაციები მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭ-ნაწლავის ინფექციების განვითარების ალბათობას როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში. თუმცა, მოგზაურობისას მოულოდნელი სიტუაციებისგან სრულად დაზღვეული არავინ არის. სწორედ იმისთვის, რომ ოჯახურმა მოგზაურობებმა მშვიდად და კომფორტულად ჩაიაროს, სპეციალისტები გვირჩევენ, ჰიგიენის წესების დაცვასთან ერთად, წინასწარ მოვამზადოთ სამოგზაურო აფთიაქი და თან გვქონდეს უსაფრთხო და ეფექტური საშუალებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მთელი ოჯახის ჯანმრთელობაზე იზრუნებს. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ფაგესტი® ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული ინოვაციური პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია კუჭ-ნაწლავის ბაქტერიული ინფექციებისა და დისბაქტერიოზის მართვისთვის.

როგორ მუშაობს ფაგესტი®?

ფაგესტი® წარმოადგენს ბაქტერიოფაგების ბუნებრივ და უსაფრთხო პრეპარატს, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებზე და არ აზიანებს ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორას.

პრეპარატი შექმნილია შემდეგი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისა და პრევენციისთვის:

  • Salmonella
  • Shigella
  • Escherichia coli (E. coli)
  • Proteus
  • Staphylococcus
  • Pseudomonas
  • Enterococcus

მოგზაურთა დიარეის მრავალი შემთხვევა სწორედ ბაქტერიული წარმოშობისაა. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებზე და ამავდროულად არ აზიანებს ნაწლავის ბუნებრივ მიკროფლორას.

ფაგესტი®, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, შერჩევითად ანადგურებს პათოგენურ ბაქტერიებს, მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ შტამებს. ამასთან, შესაძლებელია მისი გამოყენება პრობიოტიკებთან კომბინაციაშიც, რაც ხელს უწყობს ნაწლავის მიკრობიომის ბალანსის უფრო სწრაფ აღდგენას.

მშვიდი მოგზაურობა მთელი ოჯახისთვის

მოგზაურობის დროს კუჭ-ნაწლავის ინფექციებისგან სრულად დაზღვევა ყოველთვის შეუძლებელია, თუმცა სწორი ჰიგიენა, უსაფრთხო კვება და დროული რეაგირება მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს. ფაგესტი® თავისი ბუნებრივი მოქმედების მექანიზმითა და მაღალი უსაფრთხოების პროფილით წარმოადგენს თანამედროვე არჩევანს მთელი ოჯახისთვის: ბავშვებიდან დაწყებული, ზრდასრულებითა და ორსულობისა თუ ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების ჩათვლით. ამიტომ, სამოგზაურო აფთიაქის დაკომპლექტებისას, ფაგესტი® შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყოს, რომელიც მოგზაურობისას სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი