Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვებს უყვართ წიგნის კითხვა მანამდეც, სანამ თავად ისწავლიან კითხვას. არასდროსაა ადრე მათთვის წიგნების გაცნობა. სტატიაში მოყვანილი რჩევები თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის სახალისოს გახდის კითხვის პროცესს.

ბავშვები სხვადასხვა გზით სწავლობენ, ამიტომ  კატეგორიებად დავყავით სწავლების სტილები:

ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ ფიზიკურად

გააკეთეთ ანბანის პოსტერი

თუ თქვენი შვილი ცდილობს გაარკვიოს, რა ასოები წერია წიგნებში და გაზეთებში, შესაძლებელია, ის მზადაა კითხვის საწყისების სასწავლად. დაწერეთ კონკრეტული ასო პლაკატზე, შემდეგ იპოვეთ გაზეთებსა თუ კატალოგებში იმ საგნების სურათები, რომლებიც იწყება ამ ასოზე და დააწებეთ. ეს ანბანის შესწავლის ძალიან კარგი მეთოდია (თუ შეატყობთ, რომ ბავშვი არაა დაინტერესებული ამით – არ დააძალოთ. დაელოდეთ, სანამ მზად იქნება).

კითხვის დროს ესტუმრეთ ბიბლიოთეკას ან წიგნის მაღაზიას

არაფერია იმაზე უკეთესი, უსმინო პროფესიონალ მთხრობელს, განსაკუთრებით ისეთს,  რომელსაც შეუძლია აუდიტორია სკამებიდან წამოაყენოს და გაათამაშებინოს ისტორია. ბიბლიოთეკაში ან წიგნის მაღაზიაში სიარული სახალისოა სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის. ჯილდოდ შეგიძლია აირჩიოთ რამდენიმე რჩევა თქვენი ხმამაღალი კითხვის სესიების გასამრავალფეროვნებლად.

გამოეწყვეთ პერსონაჟებივით და გააცოცხლეთ წიგნი

საყვარელი წიგნის პერსონაჟად გადაქცევა რეალობად აქცევს წაკითხულს. დაპატიჟეთ თქვენი შვილის მეგობრები მსგავსი გართობის დროს.  

გამოიყენეთ თითების თეატრი წიგნის გასაცოცხლებლად

ძველი ნაჭრებისგან გამოჭერით  თითებზე წამოსაცმელი თოჯინები და ქსოვილის მარკერებით დაახატეთ ემოციები.

ააშენეთ კითხვის ციხე-სიმაგრე

სკამებზე გადაფარებული პლედის ქვეშ შეიტანეთ ფარნის შუქზე დაიწყეთ წიგნის კითხვა. გაითვალისწინეთ, რომ ამბავი უნდა იყოს მსუბუქი და სასაცილო. საშიში  და სერიოზული ისტორიები ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ.

მოამზადეთ წიგნებში ნახსენები საჭმლები

თქვენ შეგიძლიათ ჩადოთ კალათაში ნაირ-ნაირი ნუგბარი, რათა წითელქუდამ ბებიასთან წაიღოს.

მოაწყვეთ პიკნიკი კითხვისთვის

აიღეთ საყვარელი საჭმელი, საყვარელი წიგნი და მოაწყვეთ პიკნიკი. ეს ბავშვს ასწავლის, რომ კითხვა ყველგან შეიძლება სახალისო იყოს.

ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ მოსმენით

მოაწყვეთ ოჯახური კითხვა

საღამოს 15-20 წუთით ერთად წაიკითხეთ მთელმა ოჯახმა. თუ სტუმრები გყავთ, სთხოვეთ, შემოგიერთდნენ. აგრძნობინეთ ბავშვებს, რომ კითხვა მთელი ოჯახისთვის სახალისოა.

მოუსმინეთ აუდიო წიგნებს

ბავშვებს უყვართ, როცა ვინმე ახალი ადამიანი უკითხავთ წიგნებს.

წაიმღერეთ წიგნი წაკითხვის ნაცვლად

სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უყვართ პატარა სიმღერების შეთხზვა და დამახსოვრება. კარგი იქნება, თუ კითხვის დროს მიბაძავთ სხვადასხვა სტილის მომღერლების ხმას. ეს ყველას გაგახალისებთ.

ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ დანახვით

წაუკითხეთ ისეთი წიგნები, რომლებზე ფილმებიც არსებობს

წიგნის კითხვის შემდეგ დიდ ეკრანზე მისი ნახვა ბავშვებს მოეწონებათ.

გააკეთეთ რიცხვების წიგნი ან ანბანი

თეთრ ფურცლებზე დააწერეთ ნომრები და სთხოვეთ ბავშვს შესაბამისი ნახატის დახატვა, ან გამოიყენეთ ასოები და საგნები, რომლებიც ამ ასოებზე იწყება.  (თუ ეს არაა მისთვის სახალისო, ე.ი. ჯერ ადრეა).

აქციეთ წიგნი ხელოვნებად

გააკეთეთ წიგნებში თქვენი შვილის საყვარელი ილუსტრაციების  ფერადი ასლები და ჩამოკიდეთ მის ოთახში ან დაუბეჭდეთ მაისურზე.

უყიდეთ დიდი ფორმატის წიგნი

ბავშვებს მოსწონთ დიდი ფოტოების დათვალიერება  წიგნის კითხვის დროს.

დაწერეთ წიგნი „მე მიყვარს“

შეკარით 10 ფურცელი, ჰკითხეთ ბავშვს, რომელი საჭმელი უყვარს, რა ჰქვია მის საუკეთესო მეგობარს, საყვარელ წიგნს და თითოეულ გვერდზე დაწერეთ სახელები და მიუხატეთ შესაბამისი ნახატი.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5