იმის ცოდნა, თუ რას უნდა დააკვირდეთ თქვენი გოგონას მომწიფების პროცესში, გაგიადვილებთ დაეხმაროთ მას უზარმაზარ ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებებთან გამკლავებაში. სქესობრივი მომწიფების ზოგიერთი ნიშნის განვითარებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს ან ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, თითქოს 1 დღეში გაჩნდა.
გოგონებში სქესობრივი მომწიფების ნიშნების ჩამოყალიბება შეიძლება 3-4 წელს გაგრძელდეს და ძირითადად 8-12 წლიდან იწყება.
მოუყევით ამ ნიშნებზე თქვენს გოგონას, რათა მან იცოდეს, რა ელოდება. ასევე, აუხსენით, როგორ უნდა გაუმკლავდეს თავის პირველ მენსტრუაციას.
ფიზიკური ცვლილებები
- სიმაღლეში სწრაფი ზრდა. ერთი ან ორი წლის განმავლობაში თქვენი ქალიშვილი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მისი თანაკლასელი ბიჭები;
- სხეულის ფორმის ცვლილებები. ცხიმი გროვდება თეძოებისა და ბარძაყების გარშემო;
- მკერდის გაზრდა;
- მოზრდილისათვის დამახასიათებელი სპეციფიური ოფლის სუნი;
- საგრძნობლად შეიმჩნევა თმის ზრდა იღლიებში, ფეხებზე და ბოქვენზე;
- მენსტრუაცია იწყება, როგორც წესი, 12 წლის ასაკში.
ემოციური ცვლილებები
- შფოთვა იმ ცვლილებების გამო, რომელიც მის თავს ხდება;
- მღელვარება პასუხისმგებლობის გაზრდის, სოციუმში თავის დამკვიდრების და მშობლებთან განშორების გამო;
- გუნება-განწყობილების სწრაფი ცვლილებები;
- რომანტიკული გრძნობები და ინტერესი.
მოზარდის რეაქცია სქესობრივ მომწიფებაზე
ზოგი შეიძლება აღფრთოვანებული იყოს სქესობრივი მომწიფებით და მოუთმენლად ელოდეს ახალგაზრდა ქალად გადაქცევას. ზოგიერთს კი არ უნდოდეს შეცვლა და უჭირდეს შეგუება სწრაფ ზრდასთან, ლიფთან ან მენსტრუაციასთან.
თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეახსენეთ მას, რომ სქესობრივი მომწიფება ადამიანის განვითარების ნორმალური ნაწილია და ყველას, მათ შორის თქვენც გამოგიცდიათ ეს.
წყარო: verywellfamily.com