Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თითოეულ ბავშვს განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს, მაგრამ არსებობს განვითარების ზოგადი ასაკობრივი ნორმებიც, რომლებსაც ბავშვი მეტნაკლებად უნდა მიჰყვებოდეს. თუ რაიმე საეჭვო ნიშანს შეამჩნევთ, მიმართეთ სპეციალისტს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს შესაძლოა უფრო მეტი კვირა ან თვე დასჭირდეთ კონკრეტული ეტაპისთვის.

 4 თვისთვის

– არ განიშნებთ, როდისაა ბედნიერი ან განაწყენებული;

– არ გამოსცემს ბგერებს, არ ცდილობს ღუღუნის დაწყებას;

6 თვისთვის

– არ იცინის ან არ კივის (დაახლოებით, დელფინის მსგავსი ხმით);

– არ გამოთქვამს თანხმოვნის დაწყებულ ცალკეულ მარცვლებს (მა, ბა);

7 თვისთვის

– არ ცდილობს მოძრაობებით მიიქციოს თქვენი ყურადღება;

– არ ბაძავს სხვების მიერ გამოცემულ ხმებს.

8 თვისთვის

– არ ცდილობს თანხმოვნებით დაწყებული მარცვლების გადაბმას (მა-მა)

9 თვისთვის

– არ რეაგირებს სახელით მიმართვაზე;

– არ იხედება იქით, საითაც ანიშნებთ.

12 თვისთვის

– არ ამბობს მარტივ სიტყვებს:  „მამა“, „ბაბა“;

– არ იყენებს ისეთ ჟესტებს, როგორიცაა თავის ან ხელის დაქნევა, თითით ჩვენება;

– არ ცდილობს 2 სხვადასხვა თანხმოვნის ერთ სიტყვაში გამოყენებას;

– არ ესმის და რეაგირებს სიტყვებზე, როგორიცაა “არა” და “ნახვამდის”;

– არ მიუთითებს ისეთი საინტერესო ნივთებზე, როგორიცაა ჩიტი ან თვითმფრინავი;

– არ შეუძლია ერთი სიტყვის მიზანმიმართულად წარმოთქმა.

12-დან 15 თვემდე

არ ტიტინებს საკუთარ ენაზე.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5