Skip to content Skip to sidebar Skip to footer

COVID-19-მა წაგვართვა ყოველდღიური სამუშაო, საშინაო და სასკოლო რუტინა. ეს რთულია ბავშვებისთვის, თინეიჯერებისთვის და თქვენთვის. ახალი რუტინის შემოღება დაგეხმარებათ ამ სირთულეებთან გამკლავებაში.

შეიმუშავეთ მოქნილი, მაგრამ თანმიმდევრული დღიური რუტინა

  • შეადგინეთ ცხრილი თქვენთვის და ბავშვებისთვის, სადაც აღრიცხული იქნება დაგეგმილი აქტივობები და ასევე, თავისუფალი დრო. ამით ბავშვები თავს დაცულად იგრძნობენ და უკეთ მოიქცევიან.
  • ბავშვებს ან თინეიჯერებს შეუძლიათ დაგეხმარონ დღიური რუტინის დაგეგმვაში – გაკვეთილების ცხრილის შედგენის მსგავსად. ბავშვები უკეთ დაიცავენ რუტინას, თუკი მის შედგენაში დაგეხმარებიან.
  • გამოყავით დრო ყოველდღიური ვარჯიშისთვის – ეს ამცირებს სტრესს და ეხმარება ბავშვებს ენერგიის დახარჯვაში.

ასწავლეთ ბავშვს უსაფრთხო დისტანციის დაცვა

  • თუ ეს თქვენს ქვეყანაში დაშვებულია, გაიყვანეთ ბავშვები გარეთ.
  • დაწერეთ წერილები და დახატეთ ნახატები ხალხისთვის გასაზიარებლად სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ წერილებში. მოაწყვეთ გამოფენა სახლში.
  • დაამშვიდეთ ბავშვი იმაზე ლაპარაკით, როგორ ინარჩუნებთ უსაფრთხოებას.
  • მოუსმინეთ მათ შეთავაზებებს და მიიღეთ სერიოზულად.

აქციეთ ხელების დაბანა და ჰიგიენა გართობად

  • შექმენით 20 წამიანი სიმღერა ხელების დასაბანად. დაამატეთ მოძრაობები!
  • დაუწერეთ ბავშვებს ქულები და შეაქეთ ხელების რეგულარული დაბანისთვის.
  • შექმენით თამაში, რათა დაადგინოთ ვინ უფრო ნაკლებად შეეხება სახეს და დააწესეთ ჯილდო გამარჯვებულისათვის (შეგიძლიათ ერთმანეთს დაუთვალოთ).

თქვენ ხართ ბავშვის მისაბაძი მაგალითი

თუ თქვენ იცავთ უსაფრთხო დისტანციას და ჰიგიენის წესებს, და თანაუგრძნობთ სხვებს, განსაკუთრებით ავადმყოფ და მოწყვლად ადამიანებს – თქვენი შვილები ამას თქვენგან ისწავლიან. ყოველი დღის ბოლოს, ერთი წუთით დაფიქრდით განვლილ დღეზე. მოუყევით თქვენს შვილს ერთი პოზიტიური ან სასაცილო რამ, რაც მან გააკეთა დღის განმავლობაში. შეაქეთ საკუთარი თავი იმისთვის, რაც დღეს გააკეთეთ კარგად. თქვენ ვარსკვლავი ხართ!

გაეცანით UNICEF-ის სხვა რჩევებს:

UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის

UNICEF-ის რჩევები მშობლებისთვის: იყავით პოზიტიური

წყარო: https://www.unicef.org/coronavirus/covid-19-parenting-tips#1

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5