Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სამსახურში ვერ მიდიხართ? სკოლები დაკეტილია? ღელავთ ფულზე? ნორმალურია, თუ თავს დათრგუნულად გრძნობთ

ახალი კორონავირუსის პანდემიამ მთელს მსოფლიოში შეცვალა ოჯახების ცხოვრება. დახურული სკოლები, სახლიდან მუშაობა, ფიზიკური დისტანცია – ეს ყველაფერი ნებისმიერი ადამიანისთვის რთულია გასამკლავებლად, მაგრამ ყველაზე მეტად მშობლებისთვის.

სკოლების დახურვა ამავდროულად შანსს გვაძლევს, რომ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა  ჩვენს ბავშვებსა და თინეიჯერებთან. ერთად გატარებული დრო თავისუფალი და სახალისოა. ეს ბავშვებს არწმუნებს მშობლების სიყვარულში და აგრძნობინებს, რომ ისინი დაცულები და მნიშვნელოვანები არიან.

გამოყავით დრო თითოეულ შვილთან ურთიერთობისთვის

ეს შეიძლება იყოს მხოლოდ 20 წუთი ან მეტი, უმჯობესია ერთსა და იმავე დროს, რათა თქვენი შვილები მოუთმენლად ელოდნენ ამ დროს.

ჰკითხეთ შვილებს, რისი კეთება სურთ

არჩევანის საშუალება მათ თავდაჯერებულობას ზრდის. თუ ისინი ისეთ რამეს გეტყვიან, რაც სოციალურ დისტანცირებას არღვევს, გამოიყენეთ ეს შემთხვევა მათთან ამ საკითხებზე სალაპარაკოდ.

იდეები ჩვილისა და 3 წლამდე ბავშვისთვის

  • მიბაძეთ მათ ხმებს და სახის გამომეტყველებას
  • უმღერეთ სიმღერები, შექმენით მუსიკა ქვაბებისა და კოვზების დახმარებით
  • ააგეთ ფინჯნების ან კუბების კოშკები
  • მოუყევით ისტორიები, წაუკითხეთ წიგნები ან დაათვალიერებინეთ სურათები

იდეები უფროსი ბავშვებისთვის

  • წაიკითხეთ წიგნები ან დაათვალიერეთ სურათები
  • გადით სასეირნოდ სახლის გარშემო
  • იცეკვეთ მუსიკის თანხლებით ან იმღერეთ სიმღერები
  • დაიხმარეთ სახლის საქმეებში – დაალაგეთ ან მოამზადეთ სადილი
  • დაეხმარეთ სკოლის საქმეებში

იდეები თინეიჯერებისთვის

  • ელაპარაკეთ იმაზე, რაც მოსწონთ: სპორტზე, მუსიკაზე, ცნობილ ადამიანებზე, მეგობრებზე
  • გადით სასეირნოდ სახლის გარშემო
  • ივარჯიშეთ მათი საყვარელი სიმღერის ფონზე

გამორთეთ ტელევიზორი და ტელეფონი. მოუსმინეთ მათ, დაუთმეთ მთელი ყურადღება. იხალისეთ!

წყარო: https://www.unicef.org/coronavirus/covid-19-parenting-tips#1

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5