Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სპეციალური ვარჯიში შეიძლება დაეხმაროს COVID-19-ის მქონე ადამიანებს პაროსმიის გამო გამქრალი  ყნოსვის აღდგენაში, ნათქვამია ახალ ბრიტანულ კვლევაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალ “ლარინგოსკოპში”.

კვლევა პანდემიამდე ჩატარდა, მაგრამ მკვლევრების აზრით, მათი დასკვნები შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს, რომლებმაც ყნოსვის შეგრძნება დაკარგეს COVID-19–ის გამო.

პაროსმია არის მდგომარეობა, როდესაც ხალხს უცნაური და ხშირად უსიამოვნო სუნის შეგრძნება აქვს. მაგალითად, ლიმონის სუნის ნაცვლად, შეიძლება დამპალი კომბოსტოს სუნი იგრძნოთ, ან შოკოლადის მაგივრად – ბენზინის. მას უკავშირებენ თავის ტრავმებს.

„ყნოსვის დაკარგვა COVID-19–ის თვალსაჩინო სიმპტომიცაა და ჩვენ ვიცით, რომ პანდემია ბევრ ადამიანს უტოვებს ყნოსვის ხანგრძლივად დაკარგვას, ან სუნის აღქმის ცვლილებებს, როგორიცაა პაროსმია“, – აღნიშნა მკვლევარმა კარლ ფილპოტმა.

ყნოსვის  ვარჯიში გულისხმობს მინიმუმ ოთხი განსხვავებული სურნელის შეყნოსვას დღეში ორჯერ, რამდენიმე თვის განმავლობაში.

„ის მიზნად ისახავს დაეხმაროს გამოჯანმრთელებას ნეიროპლასტიურობის საფუძველზე (ტვინის შესაძლებლობა – შეიცვალოს გამოცდილების შესაბამისად)“, – თქვა ფილპოტმა.

მკვლევრებმა 140-ზე მეტ ადამიანთან იმუშავეს, რომლებმაც დაკარგეს ან შეეცვალათ ყნოსვის შეგრძნება. საკვლევ პაციენტებს გადაეცათ სხვადასხვა სუნის სავარჯიშო კომპლექტი – ევკალიპტი, ლიმონი, ვარდი, დარიჩინი, შოკოლადი, ყავა, ლავანდა, თაფლი, მარწყვი და ბეგქონდარა.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ პაროსმია და გაუარესებული ყნოსვა სუნის გამოვლენისა და გარჩევის ტესტირებისას უკავშრდებოდა ყნოსვის ფუნციის კლინიკურად მნიშნელოვან აღდგენას ადამიანებში, ვინც ვირუსისშემდგომ ყნოსვით დარღევებს განიცდიდა“, განაცხადა ფილპოტმა. „ეს ნიშნავს იმას, რომ ყნოსვის ვარჯიში ხელს უწყობს მის განახლებასა და აღდგენას.“

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ხანდაზმული ადამიანები უფრო მალე  აღიდგენენ ყნოსვას. ასევე, ყველაზე მეტი გაუმჯობესება შეიმჩნევა მათში, ვინც დაკარგა ყნოსვის ყველაზე მეტი ფუნქცია.

წყარო: www.webmd.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5