ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ჩვენს სახეებს ნაკლებად შევეხებით, ხელს შევუწყობთ კორონავირუსის გავრცელების შესუსტებას. მაგრამ როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვებმაც გაითვალისწინონ და შეძლონ ამის გაკეთება?
„გამოიღე თითი ცხვირიდან“ – ამ ფრაზას მშობლები მსოფლიოს ყველა კუთხეში ამბობენ. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ცხვირის ჩიჩქვნა და ამის გამო შენიშვნის დამსახურება ფართოდ გავრცელებული ჩვევაა. მაგრამ ამჟამად, კორონავირუსის ტყის ხანძარივით გავრცელების საშიშროების პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა შეწყვიტონ “ცხვირის ოქროს” ამოთხრა.
კორონავირუსი SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადება COVID-19-ს, ვრცელდება დაცემინების და დახველების შემდეგ მიმოფრქვეული წვეთებით. ამის გამო ის ადვილად გადამდებია და ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა იმაზე მეტადაა მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე. გადადება ასევე შეიძლება კარის სახელურების ან კიბის მოაჯირების შეხებით, თუ მათ მანამდე შეეხო ინფიცირებული ადამიანი.
ხელების საპნითა და წყლით დაბანა, და მათი არქონის პირობებში, ხელის სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება ვირუსის გადაცემისგან თავის ასარიდებლად საუკეთესო საშუალებაა. ექსპერტები ასევე გვირჩევენ, რომ არ შევეხოთ საკუთარ სახეს, რაც ყველა მშობელმა იცის, რომ ძნელად შესასრულებელია პატარა ბავშვებისთვის.
„მიკრობებისგან დასაცავი ერთ-ერთი გზა არის ის, რომ თავიდან ავირიდოთ მათი მოხვედრა პირში, თვალებსა და ცხვირში. ამიტომ, დაასაქმეთ ბავშვების ხელები, რომ არ ჰქონდეთ სახეზე შეხების ცდუნება“, ამბობს პედიატრი ჯენიფერ შუ. გთავაზობთ რამდენიმე იდეას ცხვირის ქავილის (ან უფრო უარესის) შესაჩერებლად:
1. მიეცით ცხვირსახოცი
ნაჭრის ან ქაღალდის ცხვირსახოცებით ცხვირის მოხოცვის ან მოქავების შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ უშუალოდ კანთან კონტაქტს ავადმყოფობის პერიოდში. „ხშირად დაბანეთ ან გაუწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით ხელები, რათა თუ სახეს შეეხებიან, ხელები სუფთა მაინც ჰქონდეთ.
2. დააკავეთ მათი ხელები
სპინერები, კუბიკები დააკავებს მათ ხელებს და ნაკლებად შეეხებიან სახეს.
3. შეუკარით თმა
გაშლილი თმა, რომელიც ბავშვს სახეს ეხება, სახეზე შეხების კიდევ ერთი მთავარი მიზეზია. ამიტომ, შეჭერით თმა მოკლედ ან შეუკარით გრძელი თმა ისე, რომ სახეზე არ მოხვდეს.
4. თავი აარიდეთ ავადმყოფ ადამიანებს
დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია ადამიანთან, რომელიც ახველებს ან აცემინებს. ჰიგიენის წესების ოდნავ გაძლიერებული დაცვით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი შვილები არა მარტო COVID-19-ის, არამედ გრიპის და გაციებისაგან.
წყარო: www.parents.com