Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თმის ცვენა

ნორმალურია დღეში დაახლოებით 100 ღერი თმის დაკარგვა. მაგრამ თუ ბალიშზე ან შხაპის ქვეშ თმის დიდი გროვები შეამჩნიეთ, შეიძლება რკინის ნაკლებობა გქონდეთ. თქვენ არ ხართ მარტო. ეს მსოფლიოში საკვები ნივთიერების ყველაზე გავრცელებული დეფიციტია. მიირთვით  რკინით მდიდარი საკვები.

აუხსნელი დაღლილობა

როდესაც ძილის პრობლემები, სტრესი და დაავადებები არ გაწუხებთ, მაგრამ თავს ძალიან გადაღლილად გრძნობთ, დროა შეიმოწმოთ თქვენი  D ვიტამინი. ეს ვიტამინი უნიკალურია და მის მისაღებად მზის პირდაპირი სხივები აუცილებელია.  მცირე რაოდენობითაა ისეთ საჭმელში, როგორიცაა ორაგული, ტუნა.

პირის წვის სინდრომი

თუ გაქვთ გამუდმებული წვის, დაბუჟების ან სიმშრალის შეგრძნება პირის ღრუში, შესაძლოა გქონდეთ B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, მაგალითად ფოლატის, თიამინის ან B6-ის. მიირთვით პარკოსნები, ბანანი, ისპანახი და გამდიდრებული ბურღულეული.

კანის სიმშრალე

A ვიტამინი პასუხისმგებელია იმ ქსოვილების ზრდასა და შენარჩუნებაზე, რომლებიც ფარავს თქვენი სხეულის ყველა ზედაპირს, შიგნით და გარეთ. მისი ნაკლებობა იწვევს კანის აქერცვლას, ტუჩების სიმშრალეს. A ვიტამინით მდიდარია ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი და კომბოსტო. ნარინჯისფერი ბოსტნეული, როგორიცაა ტკბილი კარტოფილი და სტაფილო. ნარინჯისფერი  ხილი, მაგალითად გარგარი.

კოვზის ფორმის ფრჩხილები

თუ რკინის ნაკლებობა გაქვთ, თქვენი ფრჩხილები შეიძლება დარბილდეს და მიიღოს კოვზის ფორმა.

ნახეთქები პირის კუთხეებში

თუ ეს სიმპტომი არ გაქრება ტუჩის ბალზამის გამოყენებისას, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ თქვენ გაქვთ რკინის ან B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, მაგალითად რიბოფლავინის. მისით მდიდარი საკვებია: მწვანე ბოსტნეული, რძე და კვერცხი.

შეშუპებული ენა

ამ მდგომარეობას გლოსიტი ეწოდება.  ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ თქვენ გაქვთ რკინის ან B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა,  როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, ნიაცინი, რიბოფლავინი და B12. თუ ეს ასეა, შესაძლოა ენა გტკიოდეთ კიდეც.  მეტი B12- ის მისაღებად მიირთვით თევზი, ხორცი, რძე, კვერცხი, გამდიდრებული მარცვლეული.

აპათია

საკვები ნივთიერებების ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს გონებაზეც. B ვიტამინის ფოლატი, რომელსაც ფოლის მჟავას უწოდებენ, ეხმარება თქვენს სხეულს სისხლის წითელი უჯრედების წარმოებაში და ქმნის ქიმიკატებს, რომლებიც არეგულირებენ ძილს და განწყობას. მისი ნაკლებობის დროს შესაძლოა იგრძნოთ სისუსტე და ენერგიისა და ენთუზიაზმის ნაკლებობა.  მიირთვით გამდიდრებული მარცვლეული, მუხუდო, სატაცური, ისპანახი.

წყარო: www.webmd.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5