Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მობილური ტელეფონები პოპულარულია ბავშვებში, განსაკუთრებით უფროსი სასკოლო ასაკში და თინეიჯერებში. მაგრამ, როდის არის მიზანშეწონილი ბავშვებისთვის ტელეფონის ქონა? სხვა აღმზრდელობითი პრობლემებისგან განსხვავებით, უმეტესობა ჩვენგანს არ შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ საკითხს ჩვენს ბავშვობაში ჩვენი მშობლები.

უფროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვის მობილური ტელეფონი დამოუკიდებლობასთან ასოცირდება და სტატუსის აღმნიშვნელიცაა სამეგობრო წრეში.

რატომ უნდა ვუყიდოთ ბავშვებს მობილური ტელეფონი?

თქვენი ბავშვისთვის ტელეფონის საყიდლად ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ყოველთვის შეგიძლიათ ერთმანეთთან კავშირი. თქვენს შვილს შეუძლია გაცნობოთ, რომ ტანვარჯიშის გაკვეთილი ან ფეხბურთის ვარჯიში ადრე დასრულდა, მაგალითად.

გადაუდებელი შემთხვევების დროს შეგიძლიათ ტელეფონის საშუალებით იოლად დაუკავშირდეთ. უსაფრთხოების ეს შეგრძნება ალბათ ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მცირეწლოვანი ბავშვისთვის მობილურის ყიდვა ღირს.

მობილური ტელეფონის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მის მარშრუტს.

თუმცა, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები განსაკუთრებით, 6-12 წლამდე მარტო არ უნდა რჩებოდნენ და მათ ყოველთვის შეგიძლიათ მიაწვდინოთ ხმა იმ უფროსის ტელეფონით, რომლის მეთვალყურეობის ქვეშაცაა.

თუ ტელეფონს უყიდით, ასწავლეთ თქვენს შვილს გაუფრთხილდეს მას და ზუსტად გამოიყენოს ზარების, მესიჯებისა და ინტერნეტისთვის განკუთვილი წუთები.

რატომ არ უნდა ვუყიდოთ ბავშვებს მობილური ტელეფონი?

მრავალი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ თქვენს შვილს მობილური ტელეფონი არ აჩუქოთ, განსაკუთრებით 6-12 წლის ასაკში.

ღირებულება

მობილური ტელეფონი შეიძლება ძვირი ღირდეს. თან დამატებით მოგიწევთ ინტერნეტის საფასურის გადახდა. ბავშვები ხშირად კარგავენ ტელეფონებს და ესეც უნდა გაითვალისწინოთ.

ინტერნეტის საფრთხეები

მობილური ტელეფონის საშუალებით თქვენს შვილს ექნება გარე სამყაროსთან კომუნიკაციის კიდევ ერთი გზა, რომელზეც მცირე კონტროლი გექნებათ. მობილური ტელეფონების უმეტესობა გთავაზობთ ინტერნეტზე თითქმის სრულ წვდომას და პროგრამების ფართო სპექტრს, რომელთა გაფილტვრა და კონტროლი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თქვენი სახლის კომპიუტერი.

ასევე, მობილური ტელეფონი გარე სამყაროს აძლევს საშუალებას, მეტად ეკონტაქტოს თქვენს შვილს. სექსუალურად მოძალადე შეიძლება დაუკავშირდეს სოციალური მედიის ან ანონიმური მესიჯების საშუალებით.  

ყურადღების გადატანა

მობილურმა ტელეფონებმა შეიძლება იმდენად დაიპყროს ბავშვების ყურადღება, რომ ვერ შეამჩნიონ მანქანები ქუჩის გადაკვეთის დროს, რაც ზრდის საგზაო შემთხვევებისა და დაშავებების რიცხვს.

ქცევითი პრობლემები

მობილური ტელეფონები ზრდის ბავშვის პრობლემებს, შეუსაბამო ფოტოების ან პოსტების გაგზავნის გამო.

გადაწყვეტილების მიღება

მზად არის თუ არა თქვენი შვილი მობილური ტელეფონისთვის, ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ. დარწმუნდით, რომ მას შეუძლია გაუმკლავდეს პასუხისმგებლობას მობილურ ტელეფონზე, სანამ შეიძენთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ გარკვეული შეზღუდვები დაწესება. მაგალითად:

– შეიძინეთ შეზღუდული რაოდენობის წუთები, ისე, რომ უამრავი დამატებითი გადასახადი არ დაგემატოთ.

– მოძებნეთ ტელეფონი, რომელიც იძლევა მკაცრ შეზღუდვების საშუალებას, მათ შორის, ვებ – წვდომის და ტექსტური შეტყობინებების გამორთვის შესაძლებლობას. ზოგი ტელეფონი ასევე საშუალებას გაძლევთ შეზღუდოთ როგორც შემომავალი, ისე გამავალი ზარები გარკვეულ ნომრებზე.

– მიეცით ტელეფონი თქვენს შვილს მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, როდესაც ის შეიძლება სხვა ტელეფონთან ახლოს არ იყოს.

– გადმოწერეთ GPS ნავიგატორის აპლიკაცია ტელეფონზე ან სთხოვეთ თქვენს შვილს, გაზიაროს თავისი ადგილმდებარეობა, რათა  მარტივად იპოვოთ საჭიროების შემთხვევაში.

– იმსჯელეთ მობილური ტელეფონის სერიოზულ გამოწვევებზე, როგორიცაა კიბერბულინგი, ყურადღების გადატანა მანქანის მართვის დროს და მობილური ტელეფონის გამოყენების სკოლის წესები.

– უმცროსი ბავშვებისთვის კარგი ალტერნატივა იქნება საათები, რომლებსაც აქვთ ზარების და მესიჯების მიღების ფუნქცია მხოლოდ 5 არჩეული ნომრიდან.ის მოიცავს მდებარეობის სერვისებს და აქვს გადაუდებელი დახმარების ზარის ღილაკი. და რადგან ბავშვები მას  ატარებენ, ისინი ნაკლებად დაკარგავენ მას.

წყარო: www.verywellfamily.com