ზოგიერთ ბავშვს 3-4 წლის ასაკში უკვე შეუძლია აბის გადაყლაპვა, მაშინ როდესაც ზოგ მოზარდს შეიძლება ეს გაუჭირდეს.
როდესაც ბავშვი მზად არის, რომ ეს სცადოს, გაავარჯიშეთ რაღაცით, რაც არის პატარა და მყარი გარსით დაფარული, მაგალითად „ტიკ ტაკი“. აი, როგორ უნდა გააკეთოთ ეს: ბავშვს პირი სავსე უნდა ჰქონდეს წყლით და ჭერში იყურებოდეს. „ტიკ ტაკის“ კანფეტი ჩაუდეთ პირის კუთხეში და უთხარით, დიდი ყლუპით გადაყლაპოს წყალი, სანამ ზემოთ იყურება. „ტიკ ტაკი“ რეალური აბის მსგავსად მყარია და პირველი ის დაეშვება საყლაპავისკენ.
კაფსულებისთვის, რომლებიც ტივტივებს, საპირისპიროდ უნდა მოიქცეთ: ბავშვი იატაკს უნდა უყურებდეს, პირი წყლით ჰქონდეს სავსე და თქვენ უნდა შეუსრიალოთ კაფსულა პირში. უთხარით, გადაყლაპოს, სანამ იატაკს უყურებს. კაფსულა ატივტივდება საყლაპავისკენ და გადაგორდება ყელში წყალთან ერთად.
წყარო: www.babycenter.com