Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კვლევაში 9-10 წლის 9000 ბავშვის ტვინის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სუსტი, თუმცა რეალური ცვლილებები იმ ბავშვების უმეტესობაში, რომელთა დედები ყავას სვამდნენ ორსულობის დროს.

ამ ცვლილებებმა მოგვიანებით  შეიძლება გამოიწვიოს ქცევის პრობლემები, მათ შორის ყურადღების დეფიციტი  და ჰიპერაქტივობა. მიიჩნევა, რომ კოფეინი ვერ აღწევს პლაცენტაში. ამიტომ ზუსტად არ იციან როგორ იწვევს ის ამ ცვლილებებს. კვლევის ავტორის ჯონ ფოქსის თქმით, სხვა რისკებში შედის ოჯახის ისტორია და ზოგიერთი სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი. კვლევის შედეგად არ გამოვლინდა კავშირი კოფეინსა და  ბავშვების ინტელექტსა და აზროვნებას შორის.

კვლევას აქვს გარკვეული შეზღუდვები. ზოგიერთი ქალი ზუსტად ვერ იხსენებდა რა რაოდენობით კოფეინს იღებდა დღის განმავლობაში.

წლების განმავლობაში ორსულ ქალებს რეკომენდაციას აძლევდნენ, შეეზღუდათ კოფეინის მიღება, რათა შეემცირებინათ მუცლის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის რისკი. მეანთა და გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯი ორსულ ქალებს ურჩევს შეზღუდონ კოფეინი 200 მგ-მდე დღეში (ითვლება, როგორც ყავა, ასევე ჩაი და სხვა კოფეინის შემცველი სასმელები). ეს დაახლოებით ორი 170 გრამიანი ჭიქაა, მაგრამ ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად ესეც შეიძლება ძალიან ბევრი იყოს.

აღსანიშნავია, რომ კოფეინზე ერთბაშად უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, გაღიზიანებადობა, გულისრევა და კონცენტრაციის პრობლემები. ამიტომ, კვლევის ავტორი ქალებს ურჩევს გაითვალისწინონ კოფეინის შეზღუდვა მათ მენიუში ორსულობის დაგეგმვისას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5