Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს საშვილოსნოს ღრუში ვითარდება ერთზე მეტი ნაყოფი, ყველაზე ხშირად ორი. ტყუპები ზუსტად დაემგვანებიან თუ არა გარეგნულად ერთმანეთს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კვერცხუჯრედი განაყოფიერდება ჩასახვის  დროს. ზოგჯერ ნაყოფიერდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი და დაყოფის დროს ვითარდება ორი ემბრიონი – მონოზიგოტური ტყუპები, ერთდროულად ორი ან მეტი კვერცხუჯრედის განაყოფიერების დროს კი დიზიგოტური.

იდენტური (მონოზიგოტური) ტყუპები

იდენტური ტყუპები, რომლებსაც მონოზიგოტურ ტყუპებს უწოდებენ, ვითარდება ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან. იმისდა მიხედვით, როდის გაიყოფა ეს კვერცხუჯრედი, შესაძლოა მათ საერთო პლაცენტა და ამნიონური ტომარა ჰქონდეთ. ისინი გაცილებით იშვიათად გვხვდება, ვიდრე დიზიგოტური ტყუპები (მხოლოდ 3-4 მშობიარობა ყოველ 1000 მშობიარობაში მსოფლიოში).

იდენტურ ტუპებს ყოველთვის ერთი და იგივე სქესი და თვალის ფერი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათი დნმ მსგავსია, გარკვეული გარემო პირობები, მაგალითად საშვილოსნოში  მდებარეობა, გავლენას ახდენს თითოეული ბავშვის გარეგნობაზე და ისინი შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.

იდენტური ტყუპები შეიძლება განსხვავდებოდნენ თავის ფორმით, თმით, ასევე პიროვნული ნიშან-თვისებებით, ალერგიებით და ა.შ.

დიზიგოტური ტყუპები

ზოგჯერ ოვულაციის დროს ქალის სხეულში ორი კვერცხუჯრედი ერთდროულად თავისუფლდება და 2 სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს 2 კვერცხუჯრედს. დიზიგოტური ტყუპების შემთხვევები ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მონოზიგოტურის.

დიზიგოტურ ტყუპებს არ აქვთ იდენტური დნმ და ისინი შეიძლება იყვნენ განსხვავებული სქესის და გარეგნობის.

როგორ გავიგოთ, ტყუპები დიზიგოტურები არიან თუ მონოზიგოტურები?

თუ მშობლები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, მათ ამის გაგება დნმ-ის ტესტით შეუძლიათ  ბავშვების დაბადებისთანავე.

წაიკითხეთ ჩვენი სტატია ფაქტორებზე, რომლებიც ზრდის ტყუპების ყოლის ალბათობას https://dedamicis.ge/faqtorebi-romlebic-xels-uwyobs-tyupebis-yolas/

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი