Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი ემბრიონი ოსპის მარცვლის ზომისაა.

თქვენ ორსულობის მე-2 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 34 კვირა.

ნაყოფის განვითარება მე-6 კვირისთვის

გულისცემა

თქვენი ემბრიონის გული ძგერს თქვენზე დაახლოებით ორჯერ სწრაფად. ეს შეგიძლიათ დაინახოთ მე-8 კვირაში ულტრაბგერით გამოკვლევაზე ან მოისმინოთ დოპლერის აპარატით 10-12 კვირაზე.

თვალები, ცხვირი, პირი და ყურები

იქ, სადაც ბავშვის თვალები და ნესტოები უნდა ჩამოყალიბდეს, მუქი წერტილებია. ყურების ადგილი მონიშნულია თავის კიდეებზე. პატარა პირის შიგნით ენა და ხმის იოგები წარმოიქმნება.

კიდურები

თქვენი ემბრიონის მხრები და ფეხები ჯერ პატარა გუბეებს ჰგავს. ხერხემალი პატარა კუდად წაიზრდება, რომელიც რამდენიმე კვირაში გაქრება.

ორსულობის სიმპტომები მე-6 კვირისთვის

ნუ იღელვებთ, თუ სიმპტომები ჯერ არ გაქვთ. ქალების უმრავლესობა ამ ვადაზე არაფერს გრძნობს. ხშირად, ორსულობის ადრეული ნიშნები სწორედ ამ კვირაში იწყება. 

ნაუსეა ან გულისრევა

გულისრევამ შესაძლოა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შემოგიტიოთ. ის როგორც წესი იწყება ორსულობის მე-6 კვირისათვის და პირველი ტრიმესტრის ბოლოსკენ შემცირდება.

ხშირი შარდვა

ხშირი შარდვა ადრეული ორსულობის ნიშანია და ძირითადად, 6 კვირისთვის იწყება. 

განწყობილების ცვლილება

განწყობილების ცვლილებები დაკავშირებულია სტრესთან, დაღლილობასთან, ჰორმონალურ ცვლილებებთან და რა თქმა უნდა, დედობასთან დაკავშირებულ განცდებთან. 

მგრძნობიარე მკერდი

მკერდი ხდება შეხებაზე მგრძნობიარე.

დაღლილობა

ბევრი დედისთვის დაღლილობა, ძილის სურვილი ორსულობის პირველი ნიშანია. შეიძლება ეს გამოწვეული იყოს ჰორმონალური ცვლილებით, კერძოდ კი პროგესტერონის დონის სწრაფი ზრდით. 

ორსულობის კონტროლი მე-6 კვირისთვის

მოიძიეთ ინფორმაცია, რა პროდუქტების ჭამა და დალევა შეგიძლიათ ან რას უნდა აარიდოთ თავი ორსულობის დროს. 

ზოგიერთი სამუშაო და ჰობი შეიძლება სახიფათო იყოს თქვენთვის და თქვენი ნაყოფისთვის. თუ თქვენ რეგულარულად გიწევთ შეხება  ქიმიურ ალერგენებთან, მძიმე მეტალებთან, რადიაციასთან, რაც შეიძლება მალე შეცვალეთ ეს რუტინა. 

წყარო: https://www.babycenter.com/6-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5