თქვენი პატარა ემბრიონი
თქვენი ემბრიონი შედგება ორი შრისგან, ჰიპობლასტისა და ეპიბლასტისგან, რომელთაგან ყალიბდება ბავშვის ყველა ორგანო მომდევნო 6 კვირის განმავლობაში. ეს არის დრო, როცა ემბრიონი ყველაზე მოწყვლადია ყველაფრის მიმართ, რაც მის განვითარებაში ჩაერევა.
პრიმიტიული პლაცენტა
თქვენი ემბრიონის გარეთა უჯრედები უკავშირდება საშვილოსნოს ღრუს. ამ ფენაში ყალიბდება სივრცეები თქვენი სისხლისათვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბავშვის ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა.
ამნიონური პარკი და ყვითრის პარკი
ამნიონური პარკი შეიცავს ამნიონურ სითხეს და იფარავს და იცავს ემბრიონს. ყვითრის პარკი წარმოქმნის ემბრიონის პირველ წითელ სისხლის უჯრედებს – ერითროციტებს და სისხლძარღვებს.
უსიმპტომობა
ნუ იღელვებთ, თუ სიმპტომები ჯერ არ გაქვთ. ქალების უმრავლესობა ამ ვადაზე არაფერს გრძნობს. ხშირად, ორსულობის ადრეული ნიშნები 6 კვირამდე არ ჩნდება.
მკერდის მგრძნობელობა
მკერდის მგრძნობელობის გაზრდა ორსულობის ერთ-ერთი ადრეული ნიშანია, დაახლოებით 4-6 კვირისთვის იწყება და პირველი ტრიმესტრის განმავლობაში გრძელდება.
დაღლილობა
ბევრი ქალისთვის დაღლილობის შეგრძნება ორსულობის ადრეული ნიშანია, თუმცა ზოგიერთს მსგავსი სიმპტომები არ ახასიათებს.
ნაუსეა ან ღებინება
დილაობით გულისრევის შეგრძნება დაახლოებით 6 კვირისთვის იწყება, მაგრამ მე-4 კვირაშიც შეიძლება დაიწყოს. ზოგ ქალს ამასთან ერთად სპაზმებიც აქვს.
სხეულის მაღალი ბაზალური ტემპერატურა
თუ სხეულის ბაზალურ ტემპერატურას აკონტროლებთ და ის 18 დღის განმავლობაში მომატებული რჩება, ე.ი. თქვენ სავარაუდოდ ორსულად ხართ.
ორსულობის ტესტი
ჩაიტარეთ ორსულობის ტესტი ზუსტი შედეგის მისაღებად მენსტრუალური ციკლის დაგვიანების შემდეგ. უფრო ზუსტი შედეგისათვის, მოიცადეთ რამდენიმე დღე მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ, ვიდრე ორსულობის ტესტს ჩაიტარებდეთ.
პრენატალური ვიზიტი
თუ ტესტი დადებითია, დაურეკეთ თქვენს ექიმს და ჩაეწერეთ პირველ პრენატალურ ვიზიტზე. თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ მშობიარობის თარიღი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება დაიწყოს 2 კვირით ადრე ან გვიან.
თუ ვერ ფეხმძიმდებით
თუკი ვერ ახერხებთ დაფეხმძიმებას ერთი წლის ან მეტი დროის განმავლობაში (ან ექვსი თვის განმავლობაში, თუ 35 წელზე მეტის ხართ), პარტნიორთან ერთად ჩაიტარეთ კლინიკური კვლევა, რათა დაადგინოთ ნაყოფიერების პრობლემები.