Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი ემბრიონი ლობიოს მარცვლის ზომისაა.

თქვენ ორსულობის მე-2 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 32 კვირა.

ნაყოფის განვითარება მე-8 კვირისთვის

თითები

ბავშვს უკვე აქვს ხელისა და ფეხის თითები და ისინი “გადაქსელილია”. ხელის მტევნები მოხრილია მაჯაში და გულზე ალაგია. ნაყოფს აქვს მუხლები და მისი ფეხები შესაძლოა საკმაოდ გრძელი იყოს, რადგან ტერფები სხეულის წინ ხვდება ერთმანეთს.

სუნთქვისთვის მზადება

ნაყოფის სასუნთქი სისტემა წარმოიქმნება. სასუნთქი გზები ვრცელდება ყელიდან ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ფილტვებამდე.

ნერვული ქსელი

ნერვებით მთელი სხეული დაქსელილია. ისინი არამხოლოდ ერთმანეთს უკავშირდებიან, არამედ კუნთებს და სხვა ქსოვილებს, ისევე როგორც ორგანოებს (მაგ. თვალები და ყურები).

ორსულობის სიმპტომები მე-8 კვირისთვის

მკერდის გაზრდა

ჰორმონების დონის მომატება იწვევს ორგანიზმის მზადებას ძუძუთი კვებისთვის, რაც მკერდის გაზრდით გამოიხატება. ლიფის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მკერდი შეიძლება 1 ზომით გაგეზარდოთ.  (განსაკუთრებით, თუ პირველ შვილს ელოდებით).

მუცლის შებერილობა

ადრეული ორსულობის დროს თქვენ შეიძლება იგრძნოთ შებერილობა, დაახლოებით ისე როგორც მენსტრუაციის დროს.

წყარო: https://www.babycenter.com/8-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5