Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი ემბრიონი მოცვის ზომისაა.

თქვენ ორსულობის მე-2 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 33 კვირა.

ნაყოფის განვითარება მე-7კვირისთვის

ხამხამი, ხამხამი

ამ კვირაში ყალიბდება თვალის ნაწილები – რქოვანა, ირისი, გუგა, ბროლი და ბადურა .

ამ კვირაში ფორმირდება კუჭი და საყლაპავი. საყლაპავი არის მილი, რომელსაც საჭმელი გადააქვს თქვენი ნაყოფის პირიდან კუჭში.

სხვა საჭმლის მომნელებელი ორგანოები

ნაყოფის ღვიძლი და პანკრეასიც ამ კვირაში ყალიბდება. 

ორსულობის სიმპტომები მე-7 კვირისთვის

გამაფრთხილებელი ნიშნები

ორსულობისას თქვენი სხეული ისე სწრაფად იცვლება, რომ ძნელია მიხვდეთ, ახალი ტკივილი ან სიმპტომი “ნორმალურია”, თუ ექიმს უნდა მიმართოთ. გადაამოწმეთ ჩვენი ჩამონათვალი სიმპტომებისა, რომლებიც არასოდეს უნდა უგულვებელყოთ. და გახსოვდეთ – თუ თქვენ შფოთავთ, ენდეთ საკუთარ ინსტინქტებს და მიიღეთ დახმარება.

ყნოსვის გრძნობის გაძლიერება

ბევრი ახალდაორსულებული აღმოაჩენს გულისრევის გამომწვევი სურნელების სიმრავლეს. ეს შეიძლება თქვენს სისტემაში ესტროგენის სწრაფად მზარდი დონის გვერდითი ეფექტი იყოს.

საკვების უარყოფა 

შესაძლოა მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ საკვები, რომელიც გსიამოვნებდათ, ახლა სრულიად მიუღებელია თქვენთვის. ეს ესტროგენის სწრაფად მზარდი დონის კიდევ ერთი გვერდითი ეფექტია.

შარდვის ხშირი მოთხოვნილება

შარდვის უფრო ხშირი მოთხოვნილება ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადრეული ნიშანია. ამ ეტაპზე ის ალბათ ჰორმონალური ცვლილებებით არის გამოწვეული, რომელთა შედეგადაც სისხლი უფრო სწრაფად მიედინება თირკმელებისაკენ, და უფრო ხშირად ავსებს თქვენს შარდის ბუშტს.  

განწყობილების ცვლილება

განწყობილების ცვლილებები დაკავშირებულია სტრესთან, დაღლილობასთან, ჰორმონალურ ცვლილებებთან და რა თქმა უნდა, დედობასთან დაკავშირებულ განცდებთან. 

არ გაქვთ სიმპტომები?

არ იღელვოთ. ზოგიერთ ქალს არ აქვს განსხვავებული შეგრძნებები ორსულობის დროს. 

ორსულობის კონტროლი მე-7 კვირისთვის

დაურეკეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ვაგინალურ სისხლდენას. ეს შეიძლება ორსულობის შეწყვეტის ან საშვილოსნოსგარე ორსულობის ნიშანი იყოს. 

წყარო: https://www.babycenter.com/7-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5