Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი ემბრიონი სეზამის მარცვლის ზომისაა.

თქვენ ორსულობის მე-2 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 35 კვირა.

ნაყოფის განვითარება მე-5 კვირისთვის

პატარა თავკომბალა

თქვენს საშვილოსნოში თქვენი პატარა ემბრიონი სწრაფი ნაბიჯებით იზრდება და უფრო თავკომბალას წააგავს, ვიდრე ადამიანს. ის ახლა სამი შრისგან შედგება – ექტოდერმა, მეზოდერმა და ენდოდერმა, რომლებიც მოგვიანებით ორგანოებად და ქსოვილებად გარდაიქმნებიან. 

ტვინი

ექტოდერმის უჯრედები წარმოქმნის ნერვულ მილს, საიდანაც ყალიბდება ემბრიონის ტვინი, ხერხემლის ქორდა და ნერვები. ის წარმოქმნის ასევე კანს, თმას, ფრჩხილებს, სარძევე და საოფლე ჯირკვლებს და კბილის ემალს.  

გული

მეზოდერმისგან წარმოიქმნება გული და სისხლის მიმოქცევის სისტემა. (ამ კვირაში იწყებს ემბრიონის გული ფეთქვას). ასევე ნაყოფის კუნთები, ხრტილები, ძვლები და კანქვეშა ქსოვილები. 

ფილტვები და ნაწლავები

მესამე შრის, ენდოდერმისგან წარმოიქმნება ფილტვები, კუჭ-ნაწლავი და ადრეული საშარდე სისტემა, ფარისებრი ჯირკვალი, ღვიძლი და პანკრეასი. ამავდროულად, პლაცენტა და ჭიპლარის სისხლი, რომელმაც უნდა მოამარაგოს ნაყოფი საკვებით და ჟანგბადით, მზად არიან საკუთარი სამუშაოს შესასრულებლად. 

ორსულობის სიმპტომები მე-5 კვირისთვის

ნუ იღელვებთ, თუ სიმპტომები ჯერ არ გაქვთ. ქალების უმრავლესობა ამ ვადაზე არაფერს გრძნობს. ხშირად, ორსულობის ადრეული ნიშნები 6 კვირამდე არ ჩნდება.

ორსულობის კონტროლი მე-5 კვირისთვის

ჩაიწერეთ თქვენი ბოლო მენსტრუალური ციკლის პირველი დღის თარიღი, რათა ექიმმა შეძლოს მშობიარობის თარიღის გამოთვლა და ასევე ჩამოწერეთ კითხვები, რომლებზე პასუხებიც გაინტერესებთ პირველი პრენატალური ვიზიტის დროს. 

ჩამოწერეთ იმ წამლების სია, რომლებსაც იღებთ, რომ ექიმმა მიგითითოთ, რომლის გაგრძელება შეგიძლიათ მოცემულ სიტუაციაში.

მოუყევით ექიმს თქვენი და ბავშვის მამის ოჯახში ქრონიკული დაავადებების ან გენეტიკური ანომალიების შესახებ.

წყარო: https://www.babycenter.com/5-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5