Skip to content Skip to sidebar Skip to footer

წვრილი მოტორული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია წერის სწავლისთვის. ქვემოთ ჩამოთვლილი თამაშები დაგეხმარებათ განუვითაროთ ეს უნარები ბავშვებს და შესაძლოა, თქვენც გაიუმჯობესოთ ნატიფი მოტორიკა.

დამალე და ეძებე

დამალეთ პატარა საგნები, როგორიცაა მონეტები ან მძივები, ქვიშაში, მარცვლეულში ან პლასტელინში. თქვენს შვილს სთხოვეთ ცერისა და რომელიმე სხვა თითის გამოყენებით მიაგნოს და ამოიღოს ეს ნივთები. მცირეწლოვან ბავშვებს ყურადღება მიაქციეთ, რათა პირში არ ჩაიდონ ისინი.

პასტით („მაკარონით“) თამაში

შეგიძლიათ „მაკარონების“ შეღებვა და თოკზე აცმა. სპაგეტის ჩარჭობით ცომში ან პლასტელინში მოშინაურებულ ზღარბებს მიიღებთ.

ტრანსფერი

ერთი თასიდან მეორეში გადაიტანეთ ნივთები სარეცხის სამაგრის გამოყენებით. მონეტები ან მძივები კარგად იმუშავებს ამ საქმიანობისთვისაც. ასევე ლობიოს მარცვლებიც გამოდგებათ.

საპარსი ქაფით წერა

დაასხით საპარსი ქაფი მაგიდაზე და სთხოვეთ ბავშვს, საჩვენებელი თითით დაწეროს საკუთარი სახელი ან სხვადასხვა ფორმები და სახეები. როდესაც დაასრულებს, მიეცით სველი ღრუბელი, რათა მოუსვას მაგიდას იქით-აქეთ მაჯითა და მკლავით, ისე რომ მხრები არ გაანძრიოს.  ბონუსად, სუფთა მაგიდასაც მიიღებთ.

მაკრატლის უნარები

გამოიყენეთ მაკრატელი გაზეთის ზოლებად დაჭრის ან ქაღალდის ფიფქების დასამზადებლად. მიზანი ისაა, რომ თქვენს შვილს მიეცეს საშუალება ისწავლოს მაკრატლის გამოყენება,  ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა იქნება მისი ნამუშევრები ლამაზი თუ არა.

წერტილების შეერთება

დახატეთ ფურცელზე წერტილები და სთხოვეთ ბავშვს შეაერთოს. თუ მას უჭირს თხელი ფანქრის გამოყენება, გამოიყენეთ სქელი პასტელები ან ფლომასტერები.

წყარო: verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5