ორსულობის მე-3 ტრიმესტრის ბოლოს თქვენ შეიძლება სასწორმა გამცნოთ, რომ ბოლო დღეებში წონა არ მოგემატათ ან დაიკელით კიდეც. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ორგანიზმი ემზადება მშობიარობისთვის, თქვენი პატარა კი განაგრძობს ზრდას.
ორსულობის ბოლოს წონის კლების მიზეზები:
სანაყოფე წყლების შემცირება. ორსულობის ბოლოს შეიძლება სანაყოფე წყლები ნელ-ნელა შემცირდეს.
გახშირებული შარდვა. ნაყოფის თავი აწვება თქვენს შარდის ბუშტს, რაც გაიძულებთ უფრო ხშირად გათავისუფლდეთ ზედმეტი სითხისგან.
ნაწლავების გახშირებული მოქმედება.
ჭარბი ოფლიანობა. ახლა, როდესაც ორსულობის დასასრული ახლოვდება, თქვენი სხეული აქტიურად ათავისუფლებს სითხეს, რომელიც მას აღარ სჭირდება. (ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება მშობიარობის შემდგომი პირველი კვირის განმავლობაში, რადგან თქვენი მეტად გამოიმუშავებს ოფლს, რათა გათავისუფლდეს ბოლო ცხრა თვის განმავლობაში დაგროვილი სითხისგან).
მადის დაქვეითება.
მეტი მოძრაობა. ორსულობის ბოლოს ბავშვისთვის საჭირო ნივთებისა და ოთახის დალაგების გამო შესაძლებელია მეტი კალორია დაწვათ, რაც ასევე გამოიწვევს წონის კლებას.
მიირთვით საკმარისი რაოდენობის წყალი, განაგრძეთ ჯანსაღი კვება და ყოველთვის მიმართეთ ექიმს, როდესაც რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ თქვენი ან თქვენი პატარას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
წყარო: www.whattoexpect.com