პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ექიმი–რეზიდენტი, რეპროდუქტოლოგი ეკატერინე კვირკველია.
გვესაუბრეთ, ორსულობის დროს უნდა შეიცვალოს თუ არა ორსულმა კვების ხასიათი?
შესაძლოა, თუმცა უმჯობესია დაფეხმძიმებამდე შევცვალოთ კვების რეჟიმი. ასევე, ექიმი დაგინიშნავთ მულტივიტამინს და ფოლიუმის მჟავას.
თუ დაფეხმძიმებას გეგმავთ, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს, ისინი ინდივიდუალურად მოგარგებენ თქვენთვის საჭირო კვებით რეჟიმს, იმისათვის რომ ჯანსაღი ორსულობა გაიაროთ. სწორი კვება თქვენს ბავშვს სწორ განვითარებაში დაეხმარება.
არასასურველი საკვების მიღებამ შესაძლოა თქვენი პატარა მუცლად ყოფნის პერიოდში დააზიანოს, მაგ: არაპასტერიზებული ან უმი რძისგან დამზადებული ყველის მიღებით ინფიცირების რისკს ზრდით, რამაც შესაძლოა ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიოს. ასევე, ზედმეტი ვიტამინი A (3 000 მიკროგრამი ან 10 000 საერთაშორისო ერთეული დღეში) საკვებ დანამატებში, რის შედეგადაც ბავშვი შესაძლოა დეფექტებით დაიბადოს.
სწორი საკვების არჩევა თქვენი ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა, რადგან როცა თქვენი პატარა იზრდება თქვენი სხეულიდან ნუტრიენტებს აიღებს, ამ დროს თქვენ ისინი უნდა ჩაანაცვლოთ, რადგან საჭირო რაოდენობის ენერგია გაგაჩნდეთ.
რა სახის საკვები უნდა მიიღოს ორსულმა ?
თქვენთვის და თქვენი პატარისთვის საუკეთესო სახეობის კვება იქნება: ცოცხალი ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები და პროტეინის რამდენიმე სახეობა: ხორცი, თევზი, კვერცხი, ან მშრალი ბარდა ან ლობიო. თუ არ მიირთმევთ რძის პროდუქტებს, მაშინ კალციუმის სხვა წყაროებიდან მიღება მოგიწევთ.
რაც შეეხება ზღვის პროდუქტებსა და თევზეულობას უნდა მიირთვათ ის სახეობები, რომელშიც ვერცხლისწყალი ძალიან დაბალი შემცველობით არის.
ყოველკვირეულად ექსპერტები გვირჩევენ, მივირთვათ:
- 2-3 – ულუფა დაბალი ვერცხლისწყლის შემცველი თევზეული – ეს მოიცავს: კრევეტებს, ღია ფერის დაკონსერვებულ თინუსს, ორაგულს, პოლოკს და ლოქოს (ქეთფიში).
ან
- 1 ულუფა დაბალი ვერცხლისწყლის შემცველი თევზი – ეს მოიცავს: ბლუფიში, გრუფერი, ჰალიბუტი, მაჰი მაჰი და ყვითელი თინუსი.
თავი უნდა აარიდოთ თევზს რომელშიც ვერცხლისწყალი მაღალი შემცველობით არის.
თუ ვეგეტარიანელი/ვეგანი ხართ, ამის შეცვლა არ გჭირდებათ, უბრალოდ აუცილებლად ესაუბრეთ კვების ექსპერტს საკვების არჩევაზე, რადგან ვეგეტარიანული კვება შესაძლოა ზოგჯერ დანაკლისს განიცდიდეს იმ მნიშვნელოვანი ნუტრიენტების, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია.
უნდა მომზადდეს თუ არა საკვები განსხვავებული წესებით ?
მომზადებისას დამატებითი სიფრთხილე აუცილებელია, რათა საკვებში ბაქტერიები არ მოხვდეს. ორსულობის დროს ინფიცირებამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
რა უნდა გაითვალისწინოს ორსულმა:
- დაიბანეთ ხელი საპნით და წყლით, სანამ საკვებს შეეხებით;
- დარწმუნდით, რომ მზადების დროს ტემპერატურულად სრულად დაამუშავებთ თევზს, ყველა სახეობის ხორცს და კვერცხს.
- ხილი და ბოსტნეული კვებამდე გარეცხეთ წყლის დიდი ნაკადის ქვეშ.
- საკვების მომზადების შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით მაშინ, თუ უმი ხორცი ან თევზი დაამუშავეთ, ან შეეხეთ სამზარეულოს ზედაპირებს, საჭრელ დაფებს, დანებს, კოვზებს და ა. შ.
საკვებში ბაქტერიების შესამცირებლად მოერიდეთ შემდეგ პროდუქტებს:
- ნედლი ყლორტები (იონჯას, სამყურას, ბოლოკი და მუნგის ლობიო და ა.შ).
- არაპასტერიზებული რძე, ყველი და წვენი.
რა საკვებს უნდა აარიდოს თავი ორსულმა?
თავი უნდა აარიდოთ კონკრეტული სახეობის თევზს (გადაამოწმეთ თევზის სახეობები ამერიკის კვებისა და წამლის ასოციაციის საიტსა და თქვენს ექიმთან, ვერცხლისწყალი ბავშვის ტვინის განვითარებას აზიანებს) და ყველა ფორმის ალკოჰოლს. სასურველია, ორსულმა შეამციროს კოფეინი (1-2 ჭიქა დღეში, ყავა და კოლაც შეიცავს მცირე რაოდენობით კოფეინს) და მცენარეული (მაგ: მცენარეული ჩაი შეიძლება უსაფრთხო არ იყოს) დანამატების მიღებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
(www.fda.gov/food/consumers/advice-about-eating-fish).
შაქრიანი სასმელები – თავი აარიდეთ შაქრიან სასმელებს, ისინი არ არის სასარგებლო ნებისმიერ შემთხვევაში.
კანაბისის შემცველი პროდუქტები – თავი აარიდეთ კანაბისის და მის შემცველ პროდუქტებს ორსულობის მანძილზე. კანაბისმა/მარიხუანამ შესაძლოა ბავშვს პრობლემები შეუქმნას თავიდან ან მოგვიანებით.
გვესაუბრეთ პრენატალური ვიტამინების შესახებ.
პრენატალური ვიტამინები წარმოადგენს ვიტამინებისგან შემდგარ კვებით დანამატს, რომელსაც იღებთ ორსულობამდე ერთი თვით ადრე და შემდგომ მთელი ორსულობის განმავლობაში. ეს ვიტამინები ასევე შეიცავს მინერალებს (რკინა, კალციუმი), რაც ეხმარება პატარას, რათა მისი ორგანოების განვითარებისთვის ყველა რესურსი გააჩნდეს. პრენატალური ვიტამინები გვეხმარება შევამციროთ ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიები და სხვა პრობლემები.
რას უნდა ველოდეთ პრენატალური ვიტამინებისგან?
შეგიძლიათ პრენატალური ვიტამინები აფთიაქებშიც შეიძინოთ, აუცილებლად უნდა ეწეროს “პრენატალური”, ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ 400 მიკროგრამ ფოლიუმის მჟავას შეიცავდეს. თქვენი ნაყიდი ვიტამინები, რის მიღებასაც გეგმავთ, თქვენს ექიმს აჩვენეთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვიტამინების დოზები სწორია თქვენთვის და თქვენი პატარისთვის. ზოგიერთი ვიტამინის ზედმეტი დოზა ასევე შეიძლება იყოს დამაზიანებელი.
პრენატალური ვიტამინები შესაძლოა ექიმმაც გამოგიწეროთ, მაგალითად, მან შეიძლება გამოგიწეროთ კონკრეტული სახეობა, თუ ფიქრობს, რომ დამატებითი რკინა გესაჭიროებათ. ექიმთან შეთანხმებით ორსულობისას მნიშვნელოვანია მიიღოთ საჭირო რაოდენობით რკინა, რაც რკინადეფიციტური ანემიის პრევენციას მოახდენს.
რამდენი უნდა მოიმატოს ორსულმა წონაში?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წონით იწყებთ ორსულობას. თქვენი ექიმი გეტყვით, თუ რამდენი კილოგრამის მომატება არის თქვენთვის ნორმალური. ზოგადად ჯანმრთელი ადამიანი ორსულობის დროს უნდა იმატებდეს საშუალოდ 11-16 კილოგრამს. ჭარბწონიანი ადამიანები, რა თქმა უნდა, ნაკლებს უნდა იმატებდნენ.
თუ ორსულობისას დილაობით გული გერევათ ხოლმე (მძიმე ფორმით) და ამის გამო წონის კლება დაიწყეთ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
როგორ მოიქცეს ორსული, თუ კარგად კვებას ფინანსურად ვერ სწვდება?
თუ ფინანსურად ჯანსაღ საკვებს ვერ სწვდებით, თქვენს ექიმს ჰკითხეთ პროგრამების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ.