“დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება დატოვებული მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში” – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაცია იძლევა რეგულაციების შემსუბუქების საშუალებას. “დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, იმიტომ, რომ ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არამხოლოდ ბავშვები, ყველა. ჩვენ დავაკვირდებით დინამიკასაც და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარების ჩვენებაClose Comments