Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ყველა ასაკის ბავშვი გამოცდის სტრესსა და შფოთვას, მაგრამ სხვადასხვაგვარად რეაგირებენ, რაც დამოკიდებულია მათ ასაკზე, პიროვნებაზე და გამკლავების პერსონალურ მექანიზმებზეც კი. მშობლებისათვის, განსაკუთრებით კი ახლად ფეხადგმულთა მშობლებისათვის, შეიძლება რთული იყოს ბავშვებში სტრესისა და შფოთვის ნიშნების ამოცნობა. კიდევ უფრო რთულია იმის ცოდნა, როგორ უნდა მოვიქცეთ.

როგორ შევამჩნიოთ ახლად ფეხადგმულ ბავშვებს სტრესის ნიშნები?

მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი შეუძლიათ დაურღვიონ სიმშვიდე ამ ასაკის ბავშვებს. რადგანაც მათ, როგორც წესი, არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების გამოხატვა, შესაძლოა ეს თავს იჩენდეს ქცევის ცვლილებებში. რათა  დამაბნეველ ემოციებთან გამკლავებაში დაეხმაროთ, სცადეთ ეს რჩევები, რომლებიც ბავშვებში სტრესის გამოხატვის ყველაზე გავრცელებულ გზებს შეესაბამება:

ბავშვებისათვის, ვისაც არ შეუძლიათ თქვენი გაშვება.

ექსტრემალური „ჩაჭიდება“ ან მიჯაჭვულობა ინსტინქტურია მშფოთვარე ახლად ფეხადგმულთათვის. ეს შეიძლება განსაკუთრებით გავრცელებული იყოს არა მხოლოდ დიდი ცვლილებებისას ოჯახში, არამედ შეიძლება მოხდეს მაშინაც, როცა ცდილობთ დაეხმაროთ პატარას მნიშვნელოვან გარდამავალ სიტუაციებში, როგორიცაა მაგ. ბოთლისთვის თავის დანებება.

როგორ დავეხმაროთ? თქვენს პატარას ექნება სურვილი „დაეყრდნოს“ რამეს, როდესაც გარშემო თითქოს ყველაფერი იცვლება. შესაძლოა მას თქვენთან მიჯაჭვულობა შეიძლება ერჩივნოს, მაგრამ დაგეხმარებათ რაიმე ობიექტის შეთავაზებაც, რომლის ნებისმიერ ადგილას წაღებას შეძლებს. სცადეთ იპოვოთ განსაკუთრებით საყვარელი ან კომფორტული რამ, რაც თქვენს პატარას ერთგვარ მუდმივ დაცულობას შესთავაზებს.

თუ შესაძლებელია, დაეხმარეთ ცვლილებებისას, მაგ. თუ ის ახალ საბავშვო ბაღში მიდის, პირველ დღეს დატოვეთ მხოლოდ ერთი საათით, მომდევნო დღეს ორი საათით, და შედარებით დიდხანს მესამე დღეს, რაკი დაეხმარებით ახალ გარემოსთან აკლიმატიზაციაში. მაგრამ გახსოვდეთ, თქვენი პატარა შეიძლება ძალიან მიეჯაჭვოს საყვარელ ნივთს.

ბავშვებისათვის, ვისაც ძილის პრობლემა აქვს

პატარებმა, ვისაც არ შეუძლია აგიხსნან თავიანთი განცდები, შეიძლება დაიწყონ ამის გამოხატვა ქცევით, რაც მიგანიშნებთ რომ რაღაც ვერ არის კარგად. მათ შორის შეიძლება იყოს ძილის პრობლემებიც.

როგორ დავეხმაროთ? დასტრესილ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეს ღამის ტერორი ან დაეწყოს ძილში სიარული. თქვენ არ უნდა გააღვიძოთ ბავშვი მსგავს შემთხვევებში. უბრალოდ, დარწმუნდით, რომ ის უსაფრთხოდაა. აუცილებელი არ არის, ბავშვი თქვენს საწოლში გადაიყვანოთ ან მის გვერდით დაიძინოთ. მაგრამ შეგიძლიათ ჩამოუჯდეთ და სცადოთ მისი დაწყნარება, ვიდრე ისევ არ დამშვიდდება. გახსოვდეთ, დამშვიდების სწავლას დრო სჭირდება.

ბავშვებისათვის, ვისაც ქცევის პრობლემები აქვს

ახლად ფეხადგმულს, რომელმაც წარმატებით ისწავლა ქოთნის მოხმარება, სტრესის დროს შესაძლოა ხშირი „ინციდენტები“ ჰქონდეს ან სამი წლისამ შეიძლება ბოთლი მოითხოვოს და ჩვილივით იქცეოდეს.

როგორ დავეხმაროთ? მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით დანაკარგის გრძნობამ ან ახალი დედმამიშვილის დაბადებამ შეიძლება გამიწვიოს ამ ტიპის შფოთვა და რეაქცია ახლად ფეხადგმულებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ზეწოლამ ბავშვზე, მოიქცეს „დიდივით“, შეიძლება გადაღალოს ის და „დააბრუნოს“ განვითარების უფრო ადრეულ სტადიაზე, როცა ყველაფერი უფრო იოლი და უსაფრთხო იყო.

მშობელს ამან შეიძლება იმედი გაუცრუოს, მაგრამ ნუ გააკრიტიკებთ ბავშვს მსგავსი ქცევისათვის – ამან შეიძლება სტრესი გაზარდოს. ამის ნაცვლად, სცადეთ მოანდომოთ დიდურად მოქცევა. ის შეიძლება დაიხმაროთ პატარა დაიკოს მოვლაში (მაგ. უმღეროს მას), ან სადილის მომზადებაში.

როდესაც საუბარია სტრესზე, რომელსაც თქვენი ახლად ფეხადგმული განიცდის დიდი ცვლილებების გამო, უმეტეს შემთხვევაში დრო დაეხმარება მას ახალ სიტუაციასთან შეგუებაში. მანამდე კი, თანმიმდევრულობა, მოთმინება და სიყვარული დიდად დაეხმარება პატარას სტრესისა და შფოთვის დაძლევაში.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5