Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სააღდგომო კვერცხების გაფორმება მრავალი ბავშვისთვის გაზაფხულის მთავარი მოვლენაა. გთავაზობთ კვერცხების შეღებვის რამდენიმე მეთოდს, რომლებიც ბავშვებს გაახალისებთ.

კვერცხების შეხვევა-შეღებვა

ისევე, როგორც მაისურების შემთხვევაში, შეგიძლიათ გამიყენოთ რეზინის ლენტები, როცა კვერცხებს სხვადასხვა ფერის საღებავში ჩაუშვებთ. ამისთვის:

1. მოათავსეთ სხვადასხვა სიგანის რეზინის ლენტი კვერცხის დიამეტრის გასწვრივ, სხვადასხვა მიმართულებით.

2. გაერთეთ, როცა სხვადასხვა საღებავში მთავსებისას მოხსნით და დაუმატებთ ლენტებს კვერცხზე.

3. ნახეთ, ფერების როგორი კომბინაციების გაკეთება შეგიძლიათ.

ბრჭყვიალა წვეულება

ეს არეულობას იწვევს, მაგრამ სახალისოა.

1. დაიწყეთ კვერცხის შეღებვით ძირითადი ფერით და დააცადეთ სრულად გაშრობა.

2. წაუსვით წებო და გადააგორეთ ბრჭყვიალებში (glitter).

სტიკერების წვეულება

ბავშვების უმრავლესობას ძალიან უყვარს სტიკერები.

1. მოაგროვეთ ბლომად სტიკერები.

2. მიეცით ბავშვს საშუალება, მიაწებოს ისინი თეთრ ან ფერად (და კარგად გამშრალ) კვერცხებზე, სადაც ისურვებს.

მეგობარი კვერცხები

ამ დროს ბავშვი სააღდგომო კვერცხებს პატარა პერსონაჟებად აქცევს. მათ შეუძლიათ აირჩიონ ცხოველები, ადამიანები ან ნებისმიერი მათთვის სასურველი არსება. თუ შეუძლიათ – ოჯახის ყოველი წევრისათვის.

1. გარდასახეთ სააღდგომო კვერცხები პატარა მეგობრებად პლასტმასის თვალების , პატარა კანფეტების და მარკერების დახმარებით.

2. მიეცით ბავშებს საშუალება შექმნან სახეები სხვადასხვა მასალისა და წებოს გამოყენებით და დააწებონ კვერცხზე.

კვერცხები მოციმციმე ძვირფასი ქვებით

შეაგროვეთ ბრჭყვიალა ძვირფასი ქვები, რათა თქვენმა ბავშვმა შეძლოს სააღდგომოდ ფანტასტიური, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი კვერცხების შექმნა.

1. შეღებეთ კვერცხი ძირითადი ფერით და გააშრეთ.

2. მიაწებეთ სხვადასხვა ფორმისა და ფერის ქვები მთელ კვერცხზე.

3. დასასრულს, შემოავლეთ ოქროსფერი ან ვერცხლისფერი კონტური თითოეულ ქვას.

მორეული კვერცხები

ეს ტრადიციული შეღებილი კვერცხის გალამაზების სახალისო გზაა, იოლია და ყველასთვის (თქვენთვისაც) სახალისო. შეარჩიეთ საყვარელი საღებავები და

1. თითოეული წყალში გახსნილი საღებავის კონტეინერს დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი.

2. ჩადეთ კვერცხი საღებავში და ფრთხილად მოურიეთ კოვზით.

3. გააშრეთ და გაიმეორეთ იმდენი სხვადასხვა ფერით, რამდენსაც ისურვებთ.

ცარცებით ან პასტელებით შეღებვა

ამ დროს კვერცხი თბილი უნდა იყოს, ასე რომ დაწყებამდე ყველაფერი მოიმარაგეთ.

1. მოხარშეთ კვერცხი და, სანამ ჯერ კიდევ თბილია, მოახატინეთ ბავშვს პასტელებით (ცარცებით).

2. კვერცხის სიმხურვალე ცოტათი გაადნობს ცვილს და ეს ორიგინალურ ეფექტს ქმნის.

კვერცხი სხვადასხვა ნივთებით

შეაგროვეთ პატარა ნივთები, რომლებსაც ბავშვი შემდეგ სააღდგომო კვერცხზე მიაკრავს. ამისთვის შეიძლება გამოდგეს ნივთები, რომლებსაც გადაგდებას უპირებდით.

1. მიაწებეთ პატარა ნივთები (პატარა მაკარონები, ღილები, მძივები) კვერცხზე.

2. საღებავის გაშრობის შემდეგ შეგიძლიათ კვერცხი გააფერადოთ.

ღრუბელით შეღებვა

დაამატეთ ფენები შეღებილ კვერცხს სახალისო ფორმებითა და საღებავით. ბავშებს მოეწონებათ თითების გაფერადება ასეთი კვერცხების გაკეთებისას.

1. შეღებეთ კვერცხები ან გააფერადეთ.

2. როდესაც სასურველ შეფერილობას მიიღებენ, აიღეთ სახალისო ფორმებად დაჭრილი ღრუბლები (იხვი, ყვავილი, ყვავილი და სხვ.), ჩააწეთ თეთრ საღებავში და დაიტანეთ კვერცხზე.

შებრუნებული პასტელები

ერთი შეხედვით, თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ საღებავიდან ამოღების შემდეგ ნახავთ, როგორი ეფექტურია ეს კვერცხები. ამ დროს საღებავი მხოლოდ იმ ადგილებზე ზემოქმედებს, სადაც პასტელი არ არის წასმული.

1. მოხატეთ (გააფორმეთ) კვერცხები თეთრი პასტელით.

2. ჩადეთ საღებავში და დაელოდეთ შედეგს.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5